დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამსახური – ასაკის მიუხედავად!
2013/03/15 14:59:13

საჯარო სამსახურში დასაქმებისათვის არსებული ასაკობრივი ზღვარი შეიძლება გაუქმდეს. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილია.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების მიზეზი, იდეის ავტორის,  დავით ონოფრიშვილის განცხადებით ის არის,  რომ აღნიშნული კანონი  გამოცდილი კადრების დასაქმების  საშუალებას არ იძლევა. ვინაიდან 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში,  ასაკის გამო უარს ეუბნებიან საჯარო სამსახურში დასაქმებაზე.

აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიის ადამიანთა დასაქმებისათვის ნაბიჯები წინა ხელისუფლების დროსაც იდგმებოდა. 2011 წელს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომლის თანახმადაც, კერძო მეწარმე, რომელიც სამსახურში 45-დან 60 წლამდე ადამიანს აიყვანდა, საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ  როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში, მოთხოვნა ძირითადად 21-დან 35 წლის ადამიანებზეა.

აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ახლა უკვე ახალი ხელისუფლება ცდილობს. „საჯარო სამსახურის შესახებ“’ კანონპროექტი  პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

თათია  ოქროპილაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1701
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია