დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისური ლუდის ახალი სიცოცხლე
პირველი ქართული ლუდი "აია" დაბრუნდა (R)
2020/05/31 23:44:00

 

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლუდი "აია" ისევ ქუთაისშია, ბრენდის დაბრუნების ცერემონია   "ოქროს ჩარდახის" ეზოში გაიმართა ქუთაისელებისათვის ეს იყო წარსულთან შეხვედრა და მონატრებული გემოს დაბრუნება.


 ლუდი "აია" ყოფილი მორაგბისათვის, რომელიც კლუბ "აიაში" თამაშობდა, ლუდიცაა და წარსულის ნაწილიც. თენგიზ ტურძელაძე ქუთაისის "აიას" ყოფილი წევრი, სამგზის ჩემპიონი, ორგზის თასის მფლობელი ამბობს, რომ დღეს ამ წარსულს შეხვდა.


ფოტოზე - თენგიზ ტურძელაძე


"მე იმ თაობის რაგბისტი ვარ, რომელმაც დიდი სახელი მოუტანა საქართველოს და ქუთაისსრაგბიში მესამე ტაიმს ეძახიან, როდესაც ორივე გუნდი იკრიბება  და თითო კათხა ლუდს მიირთმევსროდესაც ჩვენთან ჩამოდიოდნენ გუნდები, ვეპატიჟებოდით ლუდი "აიას" დასალევად კასრებთან, ეს იყო ჩვენი რიტუალი", -ამბობს თენგიზ ტურძელაძე. 


ჯგუფი "ფრანის" სოლისტის გაგა ჩიხლაძის თქმით კილუდი "აია"  მისთვის აკრძალულ გემოსთან პირველ ზიარებას უკავშირდება. 


ფოტოზე - გაგა ჩიხლაძე


"როდესაც ლუდს პირველად გავუგე გემო, ეს იყო ლუდი "აია"  -  აკრძალული სასმელის გემორომელიც ბავშვობაში  მალულად გავსინჯე. ახლა ამ ბრენდის დაბრუნებამ ეს მოგონებები გააცოცხლა ჩემში. შემდეგაც, როკკონცერტებზე ლუდის გარეშე ვერ ვიქნებოდით, მაშინაც "აია" იყო ჩვენთან, მინდა წარმატებები ვუსურვო "აიას", რომელიც ისევ ჩვენთანაა", - ამბობს გაგა ჩიხლაძე.  

 

 წარსულის  მოგონებებთან ასოცირდება ლუდი "აია" 74 წლის ინჟინერისათვის.  ჯუმბერ დათაშვილი იხსენებს, რომ  ცხოვრების დიდი ნაწილი "აიასთან" ერთად გაატარა:

  "პირველ სასმელს რასაც მივეჩვიე, ეს იყო ლუდი "აია" და ახლაც, ამ სიბერეში, კვლავ დავუბრუნდი "აიას", ეს არის სასიხარულო ამბავი, არაჩვეულებრივი პრეზენტაცია გაიმართა და წარმატებას ვუსურვებ "აიას", - ამბობს ის.


 

ფოტოზე - ჯუმბერ დათაშვილი


 პირველი ქართული ლუდი "აია" ქუთაისში 1953 წელს გამოჩნდაიმ ეპოქაში ლუდსაც არ ჰქონდა იდენტობის უფლება. არსებობდა “пиво” ანპივა“, როგორც დღეს ჟარგონულ ენაზე მოიხსენიებენ. მაქსიმუმ კი, ლუდისთვის წარმოშობის ადგილი მიემატებინათ თავსართად, თუმცა ქუთაისელი მეწარმის  რეზო დვალიშვილის დიდი ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა ლუდისათვის ექსკლუზიური სახელის მინიჭება. ასე დაიწყო ლუდი "აიას" ისტორია.


"ქართული ლუდის კომპანიის" მარკეტინგის უფროსი მიხეილ ქურდაძე იხსენებს, რომ ძალიან ბევრი შრომა დასჭირდა პირველი ქართული ლუდის შესახებ მასალების შესაგროებლად. 


ფოტოზე - მიხეილ ქურდაძე


"დახლოებით 2 წლის წინ დავიწყეთ "აიაზე" მუშაობაეს იყო საკმაოდ შრომატევადი პროცესი. ძალიან ბევრი ადამიანის ისტორია მოვისმინეთუამრავ ჩანაწერს და მასალას მივაგენით. რადგან არ არსებობს, ამ ბრენდის შესახებ რაღაც ერთი დოკუმენტი, ყველაფერი მოგონებებში იყო გაბნეული, მოგვიხდა ამის თავმოყრა და შეგროვება. დღეს უკვე "აია" დაბრუნდა, არა მხოლოდ ქუთაისში, ის არის ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბითვნახოთ, სამომავლოდ საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს როგორც საექსპორტო, ასევე ქვეყნის შიდა ბაზარზე. ეს ბრენდი არის ქუთაისური, რომ არა გლობალური ეპიდემია უფრო მასშტაბური გეგმები გვქონდა ამ ბრენდის შემოსვლის"- ამბობს მიხეილ ქურდაძე.

 

მისი თქმითლუდის წარმოებას "ლუდსახარში ზედაზენი" გააგრძელებს. კომპანია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ყველაფერირაც დაკავშირებულია  წარსულის პატივისცემასთან და ქართულ კაპიტალთან. 


 როგორც "ქართული ლუდის კომპანიაში" აცხადებენ, "აიას" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა მისი პოზიტიური მემკვიდრეობაა, რაც ლუდის განსაკუთრებულ გემოსთან ერთად, ბრენდის მთავარ ღირებულებას ქმნის. 


ძველი რეცეპტით და განახლებული ტექნოლოგიით "აია" კვლავ დაბრუნდა!


 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 929
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია