დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამინისტროს ხედვა მეფუტკრეობის დარგის განვითარებასთან დაკავშირებით
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/01/29 15:16:19

დასავლეთ საქართველოში ზამთრის სეზონისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდები დგას და ამიტომ მეფუტკრეები ადრიანად იწყებენ ზრუნვას ფუტკრის ოჯახების გაძლიერებისათვის. ქართულ ფუტკარზე ძალიან ბევრჯერ დაწერილა, თუმცა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს თავისი სტრატეგია ამ დარგთან მიმართებაში. აღნიშნულზე კომენტარი მოგვაწოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა გოჩა ცოფურაშვილმა:

 

ოდითგანვე ქართველი კაცისათვის ფუტკარი ისეთივე სათაყვანებელი კულტურა იყო, როგორც ვაზი. ქართულმა ფუტკარმა მსოფლიოში აღიარება მოიპოვა თავისი უნიკალური თვისებებით, როგორებიცაა: გამძლეობა, ღალიანობა და არა აგრესიულობა. ხოლო, ქართული ფუტკრის პროდუქტი გამოირჩევა განსაკუთრებული გემური თვისებებით.

 

2015-2020 წლის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში ტრადიციული დარგების განვითარებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თუ დავაზუსტებთ და გადავალთ კონკრეტიკაზე გეტყვით, რომ ჩვენს სტრატეგიულ განვითარებას თან ახლავს სამოქმედო გეგმის მატრიცა, რომელიც გაწერილია დროში და სივრცეში, ითვალისწინებს სამინისტროს ყველა ქვემდებარე სამსახურის მოქმედებას.

 

 

ჩვენს მიერ შექმნილია დღეისათვის 15 დარგობრივი კომისია, მათ შორის მეფუტკრეობის განვითარების, ჯგუფში შედიან: სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, მეფუტკრეთა გილდია და ამ დარგის მოწვეული სპეციალისტები. შემუშავებულია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ცნობილია ყველა დღეს არსებული პრობლემა, თემა ძალიან დიდია, მოგახსენებთ, მათ შორის რამოდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, აპრილის თვეში ქვეყანაში სახელმწიფოს ექნება სრულფასოვანი ლაბორატორია სადაც შევძლებთ ყველა დონის კვლევის ჩატარებას (ამ პირობების გარეშე წარმოუდგენელია ქართული თაფლის ევროკავშირის ან სხვა როემლიმე ქვეყნის ბაზრებზე გასვლა). მნიშვნელოვანია ამ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიები, სიახლეების დანერგვა რადგან ექსპერტების შეფასებით დღევანდელი ჩვენი წარმოება არის გამოკვეთილად სამოყვარულო და ჩვენი მიზანია ამ დარგის წარმოების - ინდუსტრიის შექმნა. ეს ითვალისწინებს ძალიან ბევრი ღონისძიებების გატარებას, რომლის ცამოთვლაც შორს წაგვიყვანს. ალბათ ამის შესახებ შესაძლებელია მომავალში ვისაუბროთ და ცავყვეთ იმ სპეციფიკას, სიღრმეებს რაც დარგს გააჩნია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2642
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია