დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„თავისუფალი საქართველოს“ მორიგი ბრიფინგი
2011/12/06 16:19:44

დღეს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციამ ჟურნალისტებისთვის მორიგი ბრიფინგი გამართა. პარტიის წევრმა ზვიად წაქაძემ განაცხადა, რომ მათ შეისწავლეს საბინაო ფონდის, მართვისა და რეგულირების სამსახური, ასევე პროგრამა „კორპუსის“ დებულებები. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სამსახურების ფუნქციები, ფაქტობრივად, ერთნაირია.

„მოვუწოდებთ საკრებულოს ოპოზიციურ პარტიებს, გადახედონ ამ სამსახურების დებულებებს, რათა მოხდეს მათი რეორგანიზაცია და ახალი საშტატო განრიგის შემუშავება, რადგან წინამდებარე სამსახურები ბიოროკრატიულია,“ - განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ლიდერმა ზვიად წაქაძემ.

როგორც საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების  სამსახურში გვითხრეს, „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასწორია და, თბილისისაგან განსხვავებით, ქუთაისში ეს რამდენიმე უწყება ერთ სტრუქტურაშია გაერთიანებული - საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1562
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია