დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აქტიური ლეიბორისტები უაქტივო საწარმოსთვის...
2010/03/01 16:15:51

27 თებერვალს  ლეიბორისტულმა პარტიის ქუთაისის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა.

ლეიბორისტებმა ამჯერად იმერეთის ენერგეტიკის სისტემაში განხორციელებული ცვლილება გააპროტესტეს. მათი კრიტიკა შპს „ვარციხე 2005“-სა და შპს „ვარციხჰესის კასკადს“ შეეხო. ლეიბორისტული პარტიის ქუთაისელი ლიდერის სამსონ გუგავას აზრით, მოხდა ერთი კომპანიის გაყოფა ორ ნაწილად, რის შემდეგაც ერთ-ერთ მათგანს დააწერეს ვალები, ჯამში 31 მილიონი ლარი და, ამავდროულად, აქტივში არაფერი დაუტოვეს, ანუ გააკოტრეს, ხოლო მეორეს მთელი აქტივები გადასცეს.  თუ მთავრობაში არ დაინტერესდებიან აღნიშნული ფაქტით, ლეიბორისტები მერიის წინ ჩვეული აქციებით იმუქრებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1718
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია