დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ნაგავი რომ გაიტანონ ყოველ თვეში, ამისთვის სტატიები თქვენს გაზეთში უნდა გამოქვეყნდეს?“
2012/01/09 13:35:37

მეორე დედაქალაქსა და საპარლამენტო ქალაქში, პარლამენტის წინ, ირაკლი აბაშიძის ქუჩის ?29 და ?31 სახლებში მცხოვრებნი, ერთი თვეა, კვლავ გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. ცხრასართულიანი კორპუსის ბუნკერები ნაგვით არის სავსე.

ამ პრობლემაზე სტატია „P.S.“-ში, 35-ე ნომერში დაიბეჭდა, საუბარი იმ გაუსაძლის მდგომარეობაზე იყო, რაც ამ კორპუსებში სუფევს კვირაობით გაუტანელი ნაგვის გამო.  ჩვენს გაზეთში აღნიშნული პრობლემის გამოტანის შემდეგ, კორპუსები ნაგვისაგან გაიწმინდა, თუმცა მოსახლეობა პარასკევს გაზეთ „P.S.“-ს კვლავ დაუკავშირდა და სთხოვა, იქნებ კიდევ დაინტერესებულიყო ამ თემით, რადგან, მათი თქმით, მხოლოდ გაზეთში დაბეჭდვის შემდეგ არიან იძულებულნი გაწმინდონ პარლამენტის წინ ცხრასართულიანი კორპუსები.

„ერთი თვის წინ, როცა გაზეთმა ჩვენს კორპუსებში ნაგვით სავსე ბუნკერებზე დაწერა, მეორე დღესვე მობრძანდნენ და ბუნკერი გაასუფთავეს. იმის შემდეგ კვლავ ერთი თვე გავიდა, თუმცა ნაგავი კვლავ არ გააქვთ. ძალიან გთხოვთ, კვლავ გააშუქეთ ეს პრობლემა, რადგან,  ალბათ, ყოველ თვეში გაზეთში უნდა გავწეროთ და შევახსენოთ დასუფთავების სამსახურს ჩვენი თავი, რათა ნაგავი გაიტანონ!“ - გვითხრა  ირაკლი აბაშიძის ქუჩის მცხოვრებმა ქალბატონმა მანანა ვაშაკიძემ.

კეთილმოწყობის სამსახურის, დასუფთავების განყოფილების უფროსმა ფრიდონ ბეშკენაძემ ჩვენს სატელეფონო ზარს ასე უპასუხა:

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ დაგვიზიანდა 10-მდე ნაგვის გამტანი მანქანა, თუმცა ახლა შევიძინეთ უახლესი სტანდარტების მქონე რამდენიმე       „როტოპრესი“. მე ძალიან ვწუხვარ აღნიშნული ფაქტის გამო, უახლოეს დღეებში ზემოთ აღნიშნული კორპუსები ნაგვისაგან გაიწმინდება.“

ირაკლი აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლები, ალბათ, სულმოუთქმელად დაელოდებიან ჩვენს გაზეთში მათი პრობლების შესახებ გამოქვეყნებული მასალას და მასზე დასუფთავების სამსახურის რეაგირებასაც...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1748
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია