დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წვიმამ ქუთაისის ოპერაში მაინც ჩააღწია
2011/02/23 15:31:27

სამშენებლო კომპანია „დაგის“ მიერ განახლებულ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში რამდენიმე დღის წინ სახურავიდან წყალი ჩავიდა და სასცენო ნაწილი მთლიანად დასველდა. ამ ფაქტს საზოგადოება კრიტიკულად გამოეხმაურა და მორიგ წარუმატებელ რეკონსტრუქციად მონათლა. რა მოხდა სინამდვილეში?

PSnews.ge სამშენებლო კომპანია „დაგის“ სამუშაოთა მწარმოებელ ელგუჯა დეისაძეს გაესაუბრა.

 ელგუჯა დეისაძე: „სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით სასცენო ნაწილის თავზე არის ამაღლებული ტიპის სახურავი, რომელსაც სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარიდან ჟალუზები აქვს (გათვალისწინებული ხანძრის შემთხვევაში). ცუდი კლიმატური პირობების დროს მცირე რაოდენობით წყლის გადინება მოხდა სასცენო ნაწილზე. დღეს ვმუშაობთ და ხვალ საღამოსთვის პრობლემა მოხსნილი იქნება. კიდევ დამატებით დერმეტიულობას ვაძლიერებთ. თეატრის რეკონსტრუქცია უხარისხოდ არ მომხდარა, სახურავი უკრაინული წარმოების სპილენძისაა და საკმაოდ მაღალი ხარისხის. მხოლოდ კლიმატური პრობლემა იყო და მეტი არაფერი“.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ ოპერის თეატრი პრეზიდენტმა მეორედ გახსნა და გვაუწყა, ყველაზე მაღალხარისხიანი შენობაა ქუთაისშიო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1636
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია