დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პარლამენტში კვლავ გადაიდო
2011/03/29 17:13:15

პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მოსმენა პარლამენტში ერთი დღით გადაიდო. ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე დავით ბაქრძემ განაცხადა. სხდომის გადადების ინიციატორები ოპოზიციის წარმომადგენლები არიან.

 

სხდომის დასაწყისში დავით ბაქრაძემ წინა კვირაში ჩატარებული დებატები დადებითად შეაფასა. „მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ჩაიარა დებატებმა. ასეთი ინტენსივობის დებატები პარლამენტში არ ყოფილა. დაისვა ბევრი მწვავე კითხვა. შეიძლება ზოგიერთი ადამიანი თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო უკმაყოფილო დარჩეს, მაგრამ დებატების მიზანი სწორედ ის არის, რომ გამოიკვეთოს კონკრეტული საკითხები.“– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ლევან ვეფხვაძის ინიციატივით, უმჯობესი იქნება, თუ  მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრა რამდენიმე დღით გადაიწევს, ვინაიდან მინისტრთა გამოსვლის შემდეგ ოპოზიციას რამდენიმე საკითხი გადასამოწმებელი აქვს. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრმა ერთ-ერთ მაგალითად კობა სუბელიანის განცხადება მოიყვანა, რომლის გადამოწმებასაც გიორგი ახვლედიანი აპირებს.  „იყო გარკვეული ფაქტები, რომლებიც საჭიროებენ გადამოწმებას. ჩვენ დავიწყეთ ამ ფაქტების გადამოწმება, რასაც საკმაო დრო სჭირდება. ჩვენი თხოვნაა, ერთი-ორი დღით გადაიდოს სხდომა, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება კონკრეტული და ზუსტი ფაქტები მოიტანოს“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

პრემიერ-მინისტრთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ დებატები ოთხშაბათს, 30 მარტს გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მინისტრი უკვე ემზადებოდა ხვალინდელი დღისთვის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მაქსიმალურად შეეცდებიან  დასწრებას.

სხდომის მსვლელობისას დავით ბაქრაძემ ქართველ ფეხბურთელებს ხორვატიასთან გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ისრაელთან თამაშსაც მოიგებენ.

დავით ბაქრაძე: „დიდი ხანია, ასეთი სიხარული არ ჰქონიათ ჩვენს გულშემატკივრებს, ისინი ისრაელში  უკვე ფავორიტების რანგში გაემგზავრნენ და იმედია, იქაც გაიმარჯვებენ“. 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1692
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია