დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ევროკავშირი და გაერო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს
2013/06/13 15:50:48

 

ევროკავშირი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია  ახალ
პროექტს იწყებს
ევროკავშირი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) იწყებენ  
ახალ სამწლიან პროექტს, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის  
ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროში psnews-ს განუცხადეს, რომ პროექტის საერთო 
ჯამური მოცულობა 2 მილიონი ევროა და  სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის  
ეფექტურობას ემსახურება. კერძოდ, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია  
ჩამოყვანა მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტებისა, რომლებიც სამინისტროს 
დაეხმარებიან როგორც  მცირე ფერმერებში კოოპერაციის ფორმების პოპულარიზაციის, ისე 
მცირე ფერმერებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით. 
პროექტი ასევე ხელს შეუწყობს  სოფლის მეურნეობის სამინისტროში პოლიტიკის 
შემუშავების განყოფილების ჩამოყალიბებას. 
პროექტი ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 
პროგრამის (ENPARD)  ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი ეხმარება ინკლუზიურ 
ზრდასა და სტაბილურობას თავის სამეზობლოში.  მხარს უჭერს  სოფლის მეურნეობას, 
როგორც სასურსათო უსაფრთხოების, მდგრადი წარმოებისა და სოფლად დასაქმების 
საფუძველს.

ევროკავშირი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) იწყებენ  ახალ სამწლიან პროექტს, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის  ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში psnews-ს განუცხადეს, რომ პროექტის საერთო ჯამური მოცულობა 2 მილიონი ევროა და  სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის  ეფექტურობას ემსახურება. კერძოდ, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია  ჩამოყვანა მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტებისა, რომლებიც სამინისტროს დაეხმარებიან როგორც  მცირე ფერმერებში კოოპერაციის ფორმების პოპულარიზაციის, ისე მცირე ფერმერებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს  სოფლის მეურნეობის სამინისტროში პოლიტიკის შემუშავების განყოფილების ჩამოყალიბებას.

პროექტი ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD)  ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი ეხმარება ინკლუზიურ ზრდასა და სტაბილურობას თავის სამეზობლოში.  მხარს უჭერს  სოფლის მეურნეობას, როგორც სასურსათო უსაფრთხოების, მდგრადი წარმოებისა და სოფლად დასაქმების საფუძველს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1889
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია