დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამ კვირაში პარლამენტი? – პრეზიდენტსაც უკვირს!
2012/05/01 14:12:33

საქართველოს პრეზიდენტი გუშინ ქუთაისს სტუმრობდა. მან მშენებარე პარლამენტი მოინახულა.

„ქუთაისში ავტოქარხნის დასახლება ეს იყო ყველაზე გაუბედურებული და დაჩაჩანაკებული დასახლება, ამ უბანს სიცოცხლის ნიშანწყალიც  აღარ ჰქონდა, დღეს კი აქ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტი  შენდება და, როგორც დასახლება, ასევე ქუთაისიც, პარლამენტთან ერთად დაიწყებს გამოცოცხლებას,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  პრეზიდენტი მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებსაც გაესაუბრა.

„გინდათ, მითხრათ, რომ 26 მაისს ეს ყველაფერი დამთავრებული იქნება? თქვენ საოცრებების ჩამდენები ყოფილხართ, თუ ამ ყველაფერს 3 კვირაში დაასრულებთ. ოღონდ, რა თქმა უნდა, ხარისხიანად უნდა გაკეთდეს ყველაფერი და  სისწრაფე ხარისხზე არ უნდა აისახოს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

ქუთაისში პარლამენტის სხდომათა დარბაზის  მშენებლობის დასრულება 26 მაისისთვისაა დაგეგმილი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში  პარლემენტის პირველი სხდომის გაიმართვა იგეგმება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1679
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია