დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალმომარაგების ქუთაისის სერვის-ცენტრს აუდიტი ამოწმებს
2013/07/04 18:04:02

„ცუდი მემკვიდრეობის“ გამოსასწორებლად დღეს ქუთაისის წყალმომარაგების კომპანიაში მემორანდუმი გაფორმდა

გაუმართავი წყალმომარაგების სისტემა, მიუხედავად  ქუთასის არაერთი მმართველის დაპირებისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება და არათუ 24-საათიანი გრაფიკით, ქალაქის განაპირა უბნები სასმელ წყალს საერთოდ არ იღებს.

წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება გახდა ერთ-ერთი მთავარი პროექტი, რომლის განხორციელებას ქუთაისის მოსახლეობას ახალი მთავრობაც დაჰპირდა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დღეს გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის სერვის-ცენტრში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ესპანურ კომპანიასთან  გააფორმა კონტრაქტი. 

აღნიშნულ პროექტს (აზიის განვითარბის ბანკის დაფინანსებით) ტენდერში გამარჯვებული ესპანური კომპანია „cobra instaliciones y servicios sa“  ახორციელებს, რომლის საერთო ღირებულება 60 მლნ ლარია,  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქუთაისის (26 მლნ ლარი), ფოთის (21მლნ ლარი ) და ანაკლისს (12 მლნ ლარი) წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება. პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება და 2016 წლის ბოლოსათვის დასრულდება.

პროექტის შედეგად,   ქუთაისში აშენდება: რკინა-ბეტონის წყლის რეზერვუარი, 2 სატუმბი სადგური, გადამცემი მაგისტრალური მილსადენის და სადისტრიბუციო ქსელის და წყლის გამწმენდი ნაგებობა. ასევე, დაახლოებით 40 000  ცალი მრიცხველის დამონტაჟდება. პროექტის პირველ ეტაპზე 34 000 აბონენტი მიიღებს წყლის 24-საათიან, ხოლო დანარჩენი აბონენტები 12-საათიან გრაფიკს. მეორე ეტაპი აზიის განვითარების ბანკის მესამე ტრანშის შემდეგ დაიწყება.  მიმდინარე სამუშაოებზე 300 ადგილობრივი მუშახელი უნდა დასაქმდეს.

მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი, ქუთაისისა და ფოთის მაჟორიტარები, მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, ასევე კონტრაქტორი ფირმის წარმომადგენლები.

„ეს კონტრაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის ფარგლებშიც დახარჯული 60 მლნ ლარით ქუთაისში, ფოთსა და ანაკლიაში წყლმომარაგების სისტემის ფუნდამენტური შეკეთება  მოხდება. ძველი სისტემა მთლიანად ახლით შეიცვლება,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

როგორც თავში აღვნიშნეთ, წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად ქუთაისისათვის არაერთხელ გამოიყო საკმაოდ სოლიდური თანხა, რის გამოც წყალმომარაგების სამუშაოები ქუთაისში სრულად აღარ უნდა იყოს ჩასატარებელი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქალაქში სასმელი წყლის მიწოდება გასაუმჯობესებლად არაფერი გაკეთებულა.

როგორი მემკვიდრეობა მიიღო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არჩილ ცაბუტაშვილს ვთხოვეთ, როგორც აღმოჩნდა წინა მორბედის საქმიანობის შესახებ ამ დრომდე დეტალური ინფორმაციას არ ფლობს.

„ზოგადად, ცნობილია, რომ წინა წლებში კოლექტორები და სათავე ნაგებობები გაკეთდა, თუმცა სრულ ინფორმაციას არ ვფლობთ. იმის დასადგენად, თუ რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა გამოყოფილი თანხა, გეტყვით, რომ წყალმომარაგების კომპანიაში შემოსულია აუდიტის სამსახური და როგორც კი რაიმე დარღვევა აღმოჩნდება, აუცილებლად გახდება საჯარო. ჩვენ, ექვსი თვეა, რაც მოვედით, სხვას ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ რთული სიტუაცია დაგვხვდა,“ - აღნიშნა არჩილ ცაბუტაშვილმა psnews.ge-სთან საუბრისას.

დღესვე  დავით ნარმანიამ, დიმიტრი კოპალიანმა, გუბაზ სანიკიძემ, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა და  კონტრაქტორი ფირმის წარმომადგენლებმა გელათის ქუჩა მოინახულეს და ადგილობრივებს გაესაუბრნენ. მოსახლეობამ მიმდინარე პროექტის გამო კმაყოფილება გამოთქვა.  უბანს  წყალი ამ დრომდე საერთოდ არ მიეწოდება. გელათის ქუჩა ერთ-ერთი პირველია, რომელიც პროექტის დასრულებისას  24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1739
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია