დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურის მაჟორიტარი - „ჯორჯიან მანგანეზ“-ის წინააღმდეგ
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/10/07 14:37:55

ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მალხაზ წერეთელმა, მიმართვა გაავრცელა, სადაც საუბრობს „ჯორჯიან მანგანეზისა“ და საშუამავლო ფირმების შესახებ.

 

დებუტატი აღნიშნავს, რომ „კომპანია "ჯმ" გასულია საქართველოს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან. კომპანიას, რომელსაც, ფაქტობრივად, არავითარი ვალდებულება არ გააჩნია  მუნიციპალიტეტის მიმართ, იხდის მიზერულ გადასახადს ადგილობრივ ბიუჯეტში, შესაბამის უწყებებთან შეთანხმების გარეშე ჩეხავს ტყის მასივებს, ანადგურებს რაიონის ინფრასტრუქტურას, არ ახდენს მიწის რეკულტივაციას, არ ასაწყობებს ჰუმუსს, არ აქვს მოწყობილი სანაყაროები, რის გამოც ფუჭი ქანებით აბინძურებს ხეობებსა და მიწის სავარგულებს, კრიტიკას ვერ უძლებს სასმელი წყლის დაბინძურების ხარისხი მანგანუმითა და სხვა მძიმე მეტალებით.“

 

მალხაზ წერეთლის აზრით, ჭიათურაში ხდება უკანონობის დაკანონება: 

 

„დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია: შეიქმნა საშუამავლო ფირმა (თუ ფირმები), რომელიც წვრილი მეწარმეებისგან ყიდულობს მანგანუმის კონცენტრატს საკმაოდ დაბალ ფასად (ეს მითითებულია მათ შორის გაფორმებულ კაბალურ ხელშეკრულობაში). თავის მხრივ საშუამავლო ფირმას "ჯმ"-თან გაფორმებული აქვს მუნიციპალიტეტისათვის საიდუმლო ხელშეკრულება და ახდენს სხვადასხვა ფირმებისგან შესყიდული მანგანუმის კონცენტრატის მიყიდვას "ჯმ"-ზე.


და  აქ ჩნდება ბევრი კითხვის ნიშანი, რაც ჩემში დიდ შეშფოთებას იწვევს. უპირველესი კითხვაა: ხომ არ ხდება უკანონობის დაკანონება? ამის უფლებას მაძლევს შემდეგი ფაქტი: რატომაა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისათვის ხელმიუწვდომელი ხელშეკრულება, გაფორმებული "ჯმ"-სა და საშუამავლო ფირმას შორის.  პირადად ამ საკითხზე  გაგზავნილი მაქვს ორი ოფიციალური წერილი, 11 ივლისს და 8 აგვისტოს  და არანაირი პასუხი არ მიმიღია. რაიონის მაორიტარ დეპუტატს არ მაქვს თურმე უფლება, გავიგო, რაში მდგომარეობს აღნიშნული ცვლილებების არსი, რა ვალდებულებებით, რა პირობებითაა გაფორმებული ხელშეკრულება. კიდევ ერთი საიდუმლო დოკუმენტი შეიქმნა. აქვე მინდა, აღვნიშნო და ეს უნდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, რომ მანგანუმის მომპოვებელ მცირე ფირმებს დააკისრეს მიწის რეკულტივაცია, მოსახლეობისადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურება, გზებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა. ეს 8 წლის განმავლობაში გიგანტმა კოპანიამ არ გააკეთა და  წვრილი ფირმები გააკეთებენ? დიდი სურვილიც რომ ჰქონდეთ, როგორ შეძლებენ ამის გაკეთებას, რა სახსრებით? ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, თუ რამე უკანონობა იყო და იქნება მომავალში ყველაფერი ამ ფირმებს დაბრალდებათ“.

 

ჩვენ მოვახერხეთ საშუამავლო ფირმა „საქართველოს მინერალური რესურსების კომპანიის“ ხელმძღვანელთან, ზურაბ მაჭარაშვილთან, დაკავშირება, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი კომპანიის სახელზე არ შესულა არანაირი წერილი მაჟორიტარი დეპუტატისაგან. როგორც ის აღნიშნავს, მიმართვაში აღნიშნული პირველი თარიღი წერილის გაგზავნისა, უფრო ადრინდელია, ვიდრე მისი კომპანიის ჩამოყალიბების დრო და, თავისთავად, წერილი მასთან ვერ მივიდოდა. ,,შესაძლოა, ეს წერილები გადაგზავნილია მეორე საშუამავლო კომპანიასთან“, _ აღნიშნა „საქართველოს მინერალური რესურსების კომპანიის“ დირექტორმა.

 

ჩვენ სხვა საშუამავლო კომპანიას ვერ დავუკავშირდით, ხოლო ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოისის“ პოზიცია დაფიქსირდება უახლოეს ხანებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2617
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია