დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დაუმორჩილებლობის დღე თებერვლის ბოლოსთვის იგეგმება
2011/02/14 12:07:28

სახალხო წარმომადგენლობითი კრების მესვეურნი, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს, დიდი გამოსვლისთვის ემზადებიან, მოსახლეობას კი „წინააღმდეგობის კომიტეტის“ საშუალებით მოამზადებენ. ეს ჯგუფები უკვე მოქმედებს თბილისში, რუსთავში, თელავში, საგარეჯოში, დუშეთში, მცხეთაში და სხვა რეგიონებში. საქართველოს მასშტაბით, სულ 22 „წინააღმდეგობის კომიტეტია“ ჩამოყალიბებული. „სახალხო კრების“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, დაახლოებით თებერვლის ბოლოსთვის ეს ჯგუფი მთელს საქართველოს მოიცავს, მიზნად ისახავს თითოეული მოქალაქის, უფლებაშელახული ადამიანების ინტერესების დაცვას.

 

7 თებერვალს წარმომადგენლობითი სახალხო კრების წევრები ზესტაფონს ესტუმრნენ, შექმნეს „წინააღმდეგობის კომიტეტი“, რომლის ხელმძღვანელად კახა გოქაძე აირჩიეს, შემდეგ კი ქუთაისში ჩამოვიდნენ. შეკრება ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის მიმდინარეობის დროს ინტერვიუ მოგვცა გარეთ მყოფ ჟურნალისტებს: „სახალხო კრება ძალიან აქტიურად მუშაობს. ჩვენ ვასრულებთ იმ პირობებს, რაც მივეცით მოსახლეობას, რომ თებერვლის ბოლომდე, მთელ საქართველოში, ყველგან დაფუძნდება „წინააღმდეგობების კომიტეტი“, რომელიც მოამზადებს გადაწყვეტილების აღსრულებას, რასაც ჰქვია პრეზიდენტის და ამ ხელისუფლების შეცვლა, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მიღწევა, რეალურად ამ ქვეყნისთვის პერსპექტივის გაჩენა. ჩვენს კომიტეტში აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოცხადდეს დაუმორჩილებლობის დღე, როდესაც მთელი საქართველო დადგება ფეხზე. შედეგი იქნება ამ ხელისუფლების შეცვლა. გაიარეთ ქუთაისში. ორი გარემონტებული ქუჩის გარდა, როგორ მადგომარეობაშია სხვა ადგილები. ნახოს ხალხმა, რას აჩვენებენ ტელევიზორში და სინამდვილეში რა ხდება“. - თქვა მან.

გაზეთ „P.S.“-თან საუბრისას სახალხო წარმომადგენლობითი კრების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა: „ჩვენ ამ კომიტეტზე დიდ იმედს ვამყარებთ, მოვამზადებთ მოსახლეობას, ნაწილი საზოგადოების, რომელიც შიშის გამო თავს იკავებს აქტიური მონაწილეობისგან, გავათავისუფლებთ ამ შიშისგან. ძალიან ბევრი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოხდება საზოგადოებამდე აზრის მიტანა. ქვეყანაში არის ძალადობა, უსამართლობა, სიცრუეზე აგებული მმართველობა. ხანდახან, ტელევიზორს რომ ვუსმენ, მგონია, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ერთ მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და ამ მხრივ სიტუაცია უარესდება. ყველაფერი ძვირდება, ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს. ეს მაშინ ხდება, როცა კლიპებში, ძვირადღირებულ კონცერტებში მილიონები იხარჯება. ეს ფული სულს მოათქმევინებდა პენსიონერებს და ლუკმა-პურის გარეშე დარჩენილ ხალხს. ებრძვიან ეროვნულობას, განათლების სისტემა მთლიანად მოიშალა. სახალხო კრება არის ის, რისიც ძალიან ეშინია ამ ხელისუფლებას, რადგან ჩვენ გადაწყვეტილებების ლეგიტიმაცია მინიჭებული გვაქვს საზოგადოების მიერ“. - აღნიშნა მან.

„დაუმორჩილებლობის კომიტეტის ხელმძღვანელად ქუთაისში შოთა ოჩიგავა აირჩიეს. შეხვედრას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, იყვნენ ოპოზიციური პარტიის წევრებიც, თავისუფალი მოქალაქეებიც.

გივი ავალიანი, სტუდენტი: „მაინტერესებს, როგორ აპირებენ რუსეთთან ურთიერთობას, რადგან ისტორიულმა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ორიდან ერთ იმპერიასთან უნდა ვიყოთ, ურთიერთობა ორივესთან არ თანხმდება. ესენი მონდომებულები არიან. საქმე რამდენად გამოუვათ, დრო გვიჩვენებს. თუმცა ბევრი კარგი ხალხია მათ რიგებში. მთავარია, საღმა აზრმა გაიმარჯვოს და პოლიტიკურმა აზრმა არ გადაწონოს. ალბათ, შედეგს მიიღებენ. არ ვიცი, ამათი ხელისუფლებაში მოსვლა თუ გაამართლებს, მაგრამ მე ყველაზე მეტად მაწუხებს, რომ პური გაძვირდა, სწავლა, ასევე მედიკამენტები... განათლების რეფორმა ძალიან სუსტია. ასეთი საკითხები უფრო მაწუხებს. მნიშვნელობა არა აქვს, ამას ვინ მომიგვარებს, ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი, თუ ვინმე სხვა“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1593
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია