დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბარაკ ობამამ კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა წარადგინა
2013/06/26 13:43:59

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის ფართომასშტაბიანი გეგმა წარადგინა.

გეგმა შეიცავს ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტის მემორანდუმის ფორმითაა შედგენილი და რომელიც კონგრესის წინააღმდეგობას პრაქტიკულად გამორიცხავს. ეს, შესაძლოა, ოპოზიციური პარტიებისთვის იყოს იმის ნიშანი, რომ პრეზიდენტი მათ მხარდაჭერას მეტად აღარ საჭიროებს.

„როგორც პრეზიდენტი, როგორც მამა და როგორც ამერიკელი ვაცხადებ: უნდა ვიმოქმედოთ! ეკონომიკა, რომელიც დაფუძნებულია ნახშირბადის  სუფთა ენერგიაზე, შესაძლოა, გახდეს ზრდისა და მომავალ ათწლეულებში პროგრესის მამოძრავებელი.  და მე მსურს, რომ ამერიკამ ასეთი ძრავი ააგოს.  მსურს, რომ ამერიკის მომავალი შეიქმნას ახლა და აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,”– განაცხადა ობამამ.

კლიმატის კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა, პირველად ამერიკის ისტორიაში, ითვალისწინებს ფედერალურ სანქციებს იმ ელექტროსადგურების მიმართ, რომლებიც ნახშირზე მუშაობენ. ფედერალური საჯარიმო სანქციები, სავარაუდოდ, 2015 წლიდან ამოქმედდება.

აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა მოიწონეს გარემოს დამცველმა ორგანიზაციებმა, მაგრამ დაიწუნეს ოპოზიციურმა პარტიებმა. ოპოზიციამ ობამას გეგმას ”სრულიად უაზრო” უწოდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1701
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია