დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კომპანია "ბორჯომი"-ს თანამშრომლები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/05/20 15:55:00

 

უკვე რამდენიმე დღეა, კომპანიაბორჯომის#1 და #2 ჩამომსხმელი საამქროს თანამშრომლები გაფიცულები არიან. ისინი ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აგრეთვე - დასვენების და შესვენების უფლებას, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას.


კომპანიამ გაფიცვის მონაწილეებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის და დათმობებზე წასვლისთვის, თუმცა, მათთვის მიუღებელია მოლაპარაკების პროცესში პროფკავშირების ჩართვა.


18 მაისს ქალაქ ბორჯომშიბორჯომისჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის გაზრდას, დასვენების უფლებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენთანამშრომლების გაფიცვას კომპანიაბორჯომი" მაშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზად არის, დასაქმებულთა ხელფასების მატება პოზიციების მიხედვით, სამართლიანი განაწილების პრინციპით განახორციელოს. ეს შეთავაზება გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა


დასაქმებულთა თქმით, მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოსთვის მხოლოდ მცირე ნაწილს უნაზღაურებდნენ. გაფიცულები ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ, ასევე მიმდინარეობდა 21 დღიანი სამედიაციო პროცესი, თუმცა უშედეგოდ.


როგოც საქართველოს პროფკავშირებში აცხადებენ, გაფიცვაში მონაწილეობას 400-მდე დასაქმებული იღებს, შედეგად სრულად გაჩერებულია ორივე ქარხნის მუშაობა. გაფიცვის სამი დღის განმავლობაში, კომპანიის ადმინისტაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა დასაქმებულების პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციას, ადმინისტრაციისგან გაფიცულების მიმართ პირდაპირ დაშინებასა და მუქარას, კანონიერ გაფიცვაში მონაწილეობისა და მედიასთან კომუნიკაციის გამო.


გაფიცულებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი იკისრა ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობისა და გაფიცული თანამშრომლების პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდა.


მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობისა და გაფიცული თანამშრომლების პირისპირ მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამის მიზეზად კომპანიაში გაფიცვების ორგანიზატორის დესტრუქციულ ქმედებებს ასახელებენ. საუბარია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძეზე.


კომპანიაში აცხადებენ, რომ ის უკრძალავს კომპანიის თანამშრომლებს დამსაქმებლებთან შეხვედრას მისი ჩართულობის გარეშე, რაც კომპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.


ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის პროფკავშირებში გაერთიანებულებთანაც და ახლაც ნებისმიერ დროს მზად ვართ, შესახვედრად და მოსალაპარაკებლად“, – აღნიშნულია კომპანიის განცხდებაში.


ბორჯომისგაფიცული თანამშრომლები კი კომპანიის ხელმძღვანელობის პირობების გაცნობას მხოლოდ პროფკავშირის იურისტის თანდასწრებით თანხმდებიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1282
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია