დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვის და რატომ შეუწყდა სოციალური დახმარება?
2013/02/22 11:46:17

ქუთაისში სოციალურად დაუცველ 655 ბენეფიციარს  ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე სოციალური დახმარება შეუწყდა. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრის უფროსმა, ხათუნა ცანავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა,  დახმარების შეწყვეტის მიზეზი ბენეფიციართა მიერ საშემოსავლო დეკლარაციის არასწორი შევსება და თუნდაც დროებითი შემოსავლის შესახებ სააგენტოსათვის არცნობა გახდა. ამიტომ სამინისტრომ, მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება, პირდაპირ, შემოწმების გარეშე შეეწყვიტა სოციალური დახმარება  აღნიშნული ბენეფიციართათვის. იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველი თავად ითანამშრომლებდა სააგენტოსთან და დამატებითი შემოსავლის შესახებ თვითონ განაცხადებდა,  მოხდებოდა არა დახმარების შეწყვეტა, არამედ  დროებით შეჩერება და ხელახალი გადამოწმების შემთხვევაში, თუკი ბენეფიციარს დარჩებოდა ისევ დაბალი სარეიტინგო, მაქსიმუმ 57000 ქულა, კვლავ აღუდგებოდა დახმარება.

დახმარება შეწყვეტილ პირს შეუძლია განაცხადით მიმართოს სააგენტოს, სოციალური აგანტის მიერ მოხდება ახალი დეკლარაციის შევსება, რომლის განხილვიდან ერთი თვის შემდეგ სამინისტრო დადებითი ან უარყოფითი პასუხის შესახებ აცნობებს ბენეფიციარს.

ამ დროისათვის სოციალური მომსახურების ქუთაისის სააგენტოს ბაზაზე 5415 სოციალური შემწეობის და 7117 სამედიცინო დაზღვევის მიმღები ბენეფიციარი ირიცხება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1778
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია