დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქცია ნანგრავებადქცეულ „დიდებასთან“
2009/12/21 16:46:07

დღეს „დიდების მემორიალთან“ ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. „ალიანსი საქართველოსთვის“, ახალი მემარჯვენეები, ეროვნული ფორუმი, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“, ლეიბორისტული პარტია და რესპუბლიკური პარტია ნანგრევებთან გამართულ მიტინგზე ადგილობრივი ორგანიზაციების და ცენტრალური ოფოსების ხელმძღვანელებით იყვნენ წარმოდგენილი. აქცია პირველ საათზე დაიწყო, რომელსაც საზოგადოების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა. გამოჩნდნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებიც, რომლებიც ყოველ 9 მაისს ამ მემორიალთან იკრიბებოდნენ. დღეს მათ მემორიალის დემონტაჟი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, იგი არ დაუშვებს, რომ ხელისუფლებამ ამ ტერიტორიაზე პარლამენტი ააშენოს. „აქ ჩვენ ავაშენებთ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს, რადგან დემონტაჟი ნიკოლოზობას მოხდა. ასევე ავაშენებთ „დიდების მემორიალს“ – რა ფორმით, ამაზე შემდეგ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ნოღაიდელმა.

სოზარ სუბარმა საზოგადოებას შესთავაზა, ერთობლივად გამოიძიონ მომხდარი ფაქტის დეტალები, რათა დადგინდეს რეალურ დამნაშავეთა ვინაობა.

სალომე ზურაბიშვილმა ამ ფაქტს ბარბაროსული უწოდა და საზოგადოებას ერთმანეთის გვერდით დგომისკენ მოუწოდა.

აქცია 3 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა დედა-შვილ ეკა და ნინო ჯინჭარაძეების ოჯახს მიუსამძიმრეს.

თუმცა, აქციაზე იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მემორიალის დემონტაჟის მომხრეები არიან და პარლამენტის ქუთაისში გადმოტანას მიესალმებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1536
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია