დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო და ევროკავშირი ENPARD-ის ფარგლებში რეგიონული განვითარების პროგრამას იყწებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/09/11 19:08:38

ევროკავშირი საქართველოში  სოფლად  განვითარების  პროგრამას  იწყებს. პროგრამა მიზნად ისახავს  თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის  გაძლიერებას  და მხარდაჭერას, რათა მათ თავად შეძლონ განსაზღვრონ რეგიონის პრიორიტეტები და განახორციელონ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია.    პროგრამის განხორციელება  დაიწყება სამი საპილოტე პროექტი, რომელიც ლაგოდეხის, სტეფანწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.  პროექტს ეროკავშირი 3 მილიონი ევროს ოდენობით აფინანსებს.


 

სოფლად განვითარების პროგრამა ევროპის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის ურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში ხორციელდება.

   

პროგრამის პრეზენტაცია სტეფანწმინდაში გაიმართა. ღონისძიებას  სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილენოდარ კერესელიძე,  ENPARD-ის კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირთან ერთად, ENPARD-ის ფარგლებში  ახალ პროგრამას იწყებს, რაც გულისხმობს სოფლად არამარტო სოფლის მეურნეობის განვითარებას, არამედ ყველა იმ მიმართულების განვითარებას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ამ კუთხით უკვე ვიწყებთ სტრატეგიის შემუშავებას, რომლიც  2016 წელს მზად იქნება. პროექტის ფარგლებში, სამ მუნიციპალიტეტში (სტეფანწმინდა, ბორჯომი, ლაგოდეხი) შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები, რომლებიც შეიმუშავებენ კონცეფციას, თუ რა მიმართულებები და რა საჭიროებებია კონკრეტულ ამ მუნიციპალიტეტში, რის საფუძველზეც  შევიმუშავებთ სოფლის განვითარების პროგრამებს თითოეულ მუნიციპალიტეტისთვის, - განცხადა ნოდარ კერესელიძემ.


სოფლად განვითარების პროგრამა ხელს შეუწყობს  საქართველოში ეფექტიანი და ევროპულ გამოცდილებზე დამყარებული რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავებას.


სოფლად განვითარების პროგრამის  ფარგლებში, ლაგოდეხში, სტეფანწმინდასა და ბორჯომში შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG), რომლებიც დაკომპლექტდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან. აღნიშნული ჯგუფები იქნებიან პასუხისმგებელი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე.


ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონებში  თემებისა და თვითმმართველობის უკეთეს ჩართულობას ადგილობრივი განვითარების პროცესებში.  პროექტის ფარგლებში  მოხდება დივერსიფიცირებული ბიზნესის განვითარება -  სასტუმროების მშენებლობა,  ეკოტურიზმის განვითარება და ა.შ.   ეს,  ხელს შეუწყობს სოფლად დასაქმების შესაძლებლობას და სიღარიბის დაძლევას. თითოეული პროექტის ფარგლებში დაინტერებული პირები გაივლიან პროექტისა და ბიუჯეტის შედგენის, ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგებს.  წარმატებულ პროექტს გრანტის მიღების შესაძლებლობა მიეცემა.


 

რეგიონებში პროექტების განმახორციელებლები არიან ქეა-ავსტრია (ლაგოდეხი), People in Need - ჩეხეთის რესპუბლიკა (სტეფანწმინდა) და Mercy Corps - შოტლანდია (ბორჯომი). აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაცებს  პარტნიორობას გაუწევს ესპანური ორგანიზაცია ETEA- ფონდი, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის ადგილობრივი საქმოქმედო ჯგუფების ეროვნული ქსელი და შოტლანდიური ორგანიზაცია Angus Council.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9305
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია