დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში მოღვაწეობის 10 წლისთავს აღნიშნავს
2009/10/01 14:48:14

25 სექტემბერს „პროკრედიტ ბანკმა“ საქართველოში მოღვაწეობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაში „პროკრედიტ ჰოლდინგის“ (ფრანკფურტი, გერმანია) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დოქტორი კლაუს-პიტერ ცაიტინგერი, „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბ-ნი შტეფან ბოვენი და „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ბ-ნი ფილიპ პოტი მონაწილეობდნენ.

„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოს საბანკო ბაზარზე 1999 წელს შემოვიდა, რათა დაეარსებინა სრულიად ახალი ტიპის საბანკო დაწესებულება, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორში მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანდა.

„პროკრედიტ ჯგუფში“ შემავალი ბანკები 22 ქვეყანაში მოქმედებენ, ისინი ტრადიციული კომერციული ბანკებისაგან გამოირჩევიან და ეს მათი საქმიანობის სხვადასხვა ასპექტზე, პირველ რიგში კი, მიზნობრივ ჯგუფზე აისახება. ამ წლების განმავლობაში „პროკრედიტ ბანკმა“ პასუხისმგებლობის მატარებელი, ადვილად გასაგები და გამჭვირვალე საბანკო დაწესებულების სახელი დაიმკვიდრა.

მსოფლიო ფინანსურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა ბანკზე მხოლოდ მცირედი ზეგავლენა მოახდინა. ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში „პროკრედიტ ბანკმა“ საბაზრო წილი 8%-დან 10%-მდე გაზარდა, როგორც ანაბრების, ასევე კრედიტების ნაწილში. ამავე დროს, ბანკი ინარჩუნებდა მომგებიანობის მაღალ მაჩვენებლებს (2008 წელს IFRS სტანდარტებით ბანკის წმინდა მოგება 8.1 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2009 წლის პირველ რვა თვეში კი – 6.3 მილიონი აშშ დოლარი).

„პროკრედიტ ბანკის“ გრძელვადიანი მიდგომა მათ საკადრო

პოლიტიკაზეც აისახება.

ფილიპ პოტი, „პროკრედიტ ბანკის“ გენერალური დირექტორი: „ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი ძალისხმევა ჩავდეთ ისეთი ბანკის შექმნაში, რომელიც, იმედი გვაქვს, საქართველოს განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც საკრედიტო პროდუქტებით მხარს ვუჭერდით ძალიან მცირე და მცირე მეწარმეებს. ეს ის მიზნობრივი ჯგუფია, რომელიც წლების განმავლობაში უგულვებელყოფილი იყო საქართველოს საბანკო სექტორის მიერ. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოში ის ერთადერთი ბანკი ვართ, რომელიც არ ჩაბმულა უპასუხისმგებლო დაკრედიტების ბუმში, რომლის მოწმეც ბოლო წლებში გავხდით.“

ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 58 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის 11, ლათინური ამერიკის 7 და აფრიკის 4 ქვეყანაში. „პროკრედიტ ჯგუფს“ სათავეში უდგას სს „პროკრედიტ ჰოლდინგი“ (მაინის ფრანკფურტი, გერმანია).

პროკრედიტ ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -ის მიერ მინიჭებული აქვს BB- რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.

2009 წლის აგვისტოს მდგომარეობით, პროკრედიტ ბანკის აქტივებმა 412 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დღესდღეობით პროკრედიტ ბანკის მომსახურებით 280,000-მდე კლიენტი სარგებლობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2294
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია