დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკონომიკური პროექტი
თურქულ ტრაილერებს საქართველოს რკინიგზით გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/30 10:48:46

“საქართველოს რკინიგზამ" თურქ გადამზიდავებს ბათუმიდან ბაქოს მიმართულებით კონტრეილერით სარგებლობა შესთავაზა. 

პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ოთხასამდე კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სტამბულში, კონრადის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. 

როგორც "საქართველოს რკინიგზაში" განაცხადეს, ბათუმში მშენებლობა დაიწყო და ნოემბრის თვეში ექსპლუატაციაში შევა ავტომობილებიდან სარკინიგზო ვაგონებზე გადასატვირთი საბაჟო ტერმინალი. თურქ გადამზიდავთა მძიმეწონიან ავტომობილებს შესაძლებლობა მიეცემათ კონტრეილერით საქართველოს გავლით აზერბაიჯანში, სომხეთსა და შუა აზიის ქვეყნებში მოხვდნენ. 

“შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ავტომობილთა ყოველდღიური რაოდენობრივი ზრდა. რაც მთავარია საქართველოს ეკონომიკური ეფექტი ამ ტრანზიტში მინიმალურია. ბათუმის ტერმინალის ეფექტურობა მრავალმხრივია, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სატრანზიტო ბიზნესში, ხელი შეეწყობა საქართველოში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ინტეგრირებას მსოფლიო სატრანსპორტო სისტემებში. რაც მთავარია ეს ყველაფერი ეკონომიკურად მომგებიანია თურქი გადამზიდავებისათვის", - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში". 

"რკინიგზელთა" განცხადებით, თურქულმა კომპანიამ, შუა აზიის მიმართულებით გადაზიდვების ბიზნესში რომ შევიდეს, ავტომობილების შესასყიდად, სულ მცირე, 500 ათასი დოლარის მოცულობის ინვეტიცია უნდა განახორციელოს. აღნიშნული პროექტით სარგებლობისას კი ეს თანხები საჭირო არ იქნება.

მსგავსი პროექტი პირველად 2008 წელს ავსტრიის რკინიგზების გაერთაიანებამ და უმსხვილესმა სატრანსპორტო გადამზიდავმა ,,იოკომბმა”განახორციელეს. 2009 წელს კონტრეილერის ტარება (დღეში 54 მატარებლის) ქალაქ ტიროლის მიმართლებით დაიწყეს, რითაც ავსტრიის სარკინიგზო ტვირთბრუნვა 10%-ით გაიზარდა.

იგივე პროექტი 2009-2010 წლებში განახორციელა ლატვიის და უკრაინის რკინიგზებმა. "რკინიგზელთა" გათვლით, აღნიშნული მომსახურება საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვას დაახლოებით 12%-თ გაზრდის.

წყარო "interpressnews.ge"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2789
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია