დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული განათლების მქონე კადრები არიან
2017/01/17 17:29:04

,,შრომის ბაზრის მოთხოვნების დასადგენად ჩატარებული ყველა ბოლო კვლევა გვიჩვენებს, რომ დამსაქმებლის მიერ ყველაზე მეტად მოთხოვნადი,  პროფესიული განათლების მქონე კადრები  არიან“ - ამის შესახებ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ,  პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის მეორე რაუნდისთვის გამართულ ღია კარის დღეზე განაცხადა.

 

საგრანტო კონკურსი ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“16 მილიონიანი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ამავე პროექტის ფარგლებში ხელი უკვე მოეწერა 10 საგრანტო ხელშეკრულებას. ახალი გრანტის მისაღებად კი წინადადებების მიღება 2017 წლის 17 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი.

 

პროფესიული განათლების  სფეროში კერძო სექტორის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო გამოცდილებები,  რომელიც გაზრდის პროფესიული განათლების იმიჯს და გახდის უფრო მიმზიდველს ახალგაზრდებისთვის და ზრდასრულებისთვის. თითოეული პროექტი შესაძლოა 5 ათასი აშშ დოლარიდან 25 ათასი აშშ დოლარით დაფინანსდეს.

 

დღევანდელ საინფორმაციო შეხვედრაზე დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს  იმ მოთხოვნების შესახებ რომელიც აუცილებელია გრანტის მოსაპოვებლად.

 

,,ჩვენ ვიცით რომ პროფესიული განათლება არ არის ქვეყანაში პოპულარული და მიმზიდველი  მაშინ როდესაც ამ სფეროშიუამრავი სიახლე გვაქვს.  ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა,   პროფესიული განათლების  ხარისხი ეტაპობრივად უმჯობესდება. ბევრი რამ კეთდება  ახალი პროგრამების  შექმნისთვის და უკვე არსებულის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია და აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ  შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლება მივიღოთ. საგრანტო პროგრამის მეორე რაუნდის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა, პროფესიული განათლების იმიჯის გაზრდა და კერძო სექტორთან კავშირების მოძიება და განვითარება“ - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა მაგდა მაღრაძემ.

 

მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს, რომლებიც ჩართულნი არიან, როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ განათლებაში. გრანტზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ  საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, პროფესიულ ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9288
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია