საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ტურისტული კონფერენცია „მასპინძელი“ გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/22 16:38:34

20 -21 მარტს ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებითა და დაფინანსებით, სასტუმრო „მეფე დავითში“ ტურისტული კონფერენცია „მასპინძელი“ გაიმართა. კონფერენციას 30 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა დედაქალაქიდან და მათ წინაშე პრეზენტაციები წარადგინეს ადგილობრივმა გიდებმა, მცირე მარნებმა, სასტუროების და კვების ობიექტების წარმომადგენლებმა.


ქუთაისის ტურიზმის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, მარი დევიძემ, ჩვენთან საუბრისას თქვა: „ჩვენი გადასახედიდან ეს არის ძალიან კარგი პრეცენდენტი, როდესაც კერძო და საჯარო სექტორებმა შექმნეს კონფერენცია „მასპინძელი“. ეს იდეა წამოვიდა კერძო სექტორიდან.  თვლიან, რომ ადგილობრივი ტურისტული პროდუქტები  ნაკლებად ცნობილია თბილისში ტურისტულ სფეროში მოღვაწე  კომპანიებისთვის.

 

ჩვენი კონფერენციის მიზანია გახლდათ, რომ უფრო დეტალურად გაგვეცნო ჩვენი ტურისტული შესაძლებლობები მათთვის და  მოვედით ამ ფორმატამდე...  საბოლოო ჯამში, ეს იდეია დაიხვეწა, ჩვენ ავიღეთ საკუთრ თავზე  საორგანიზაციო საკითხები, და ფინანსური უზრუნველყოფა.კონფერენციაზე მოვიწვიეთ მოწინავე ტურისტული კომპანიები, აქაც ყურადღება მივაქციეთ ხარისხს, რომ ყოფილიყვნენ რეიტინგულები. ვფიქრობ, რომ  ნაყოფიერი ორი დღე  გამოვიდა როგორც ჩამოსული სტუმრებისთვის, ისე - ადგილობრივებისთვის. ჩვენთის იყო კარგი გამოცდილება და არამარტო ჩვენი სამსახურისთვის, არამედ ადგილობრივი სასტუმროებისთვის, კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის, გიდების მოტივაციისთის.  ისინი ხედავენ, რომ ტურიზმი ეს არის დიდი ბაზარი და აგრეთვე კონკურენტული, ამისთვის ყოველთვის უნდა იყვნენ მზად და მოწოდების სიმაღლეზე.

ეს იყო პირველი შეხვედრა. თუ საჭირო გახდება, ტრადიციულს გავხდით ასეთ შეხვედრებს.  ტურიზმში მოღვაწე საზოგადოება, ვინც კი გვესწრება, ყველა აღნიშნავს, რომ მსგავსი  ფორმატის შეხვედრა საქართველოში არსად გამართულა. ჩვენ გვიხარია, რომ პირველები აღმოვჩნდით და ძალიან გაგვახარებს ის ფაქტიც, თუ სარგებელს მოუტანს  ჩვენს ადგილობრივ  სასტუმროებს, კვების ობიექტებს და  ცალკეულ ტურ ოპერატორებს.“

 

პირველ დღეს კონფერენციის მონაწილეებმა ძირითადად ადგილობრივი აქტიურ გიდების და კვების ობიექტების პრეზენტაციები მოისმინეს, ხოლო მეორე დღე სასტუმროების, საოჯახო გესთჰაუზების, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან და იმერეთის მეღვინეებთნ  შეხვედრებით გაგრძელდა.  კონფერენციაზე ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ე.წ. ტურისტული სერვისი მომღერალთა ჯგუფმა „ჩვენი კვარტეტი“-მ ლამაზი სიმღერებით შემოგვთვაზა.  აგრეთვე ჯერ არ გახსნილმა კაფე-ბარმა  „დებ“- მა  „SISTERS „  თავიანთი გემრიელი ორცხობილებით, ცხელი და ცივი უალკოჰოლო სასმელებით უმასპინძლეს დამსწრე საზოგადოებას. 

 

მირანდა დოლაბერიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 343
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია