დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პროფილაქტიკური სამუშაოები ენერგოსისტემაში
2009/09/02 13:04:43

3 სექტემბერს მაღალი ძაბვის ქვესადგურში „სამტრედია-I“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ხონის რაიონსა და სამტრედიის  რაიონის ნაწილს, ხოლო ქვესადგურის „ქუთაისი-1“ გათიშვის გამო – ქუთაისის 7600-მდე აბონენტს.

ქვესადგურში „სამტრედია-1“ ჩასატარებელი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო გაითიშება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები „ღანირი“ და „ჯიხაიში“, რომლითაც ელექტროენერგიით ხონისა და სამტრედიის რაიონების ნაწილი მარაგდება. სამუშაოები 1000 საათიდან 1700 საათამდე  გაგრძელდება და დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. ასევე 3 სექტემბერს 1000 საათიდან 1700 საათამდე  პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი-I“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება რამდენიმე მუნიციპალიტეტს, კერძოდ, კახიანოურის, საფიჩხიისა და ქალაქმუზეუმის მუნიციპალიტეტების ნაწილს (დაახლოებით 7600 აბონენტი).

ზამთრისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში მსგავს ღონისძიებებს ენერგოკომპანია პერიოდულად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1763
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია