დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მიშა, გვიშველე!“ – გრძელდება
2009/07/30 11:45:45

ქუთაისელი მძღოლების აქცია თბილისში, რიყეზე გრძელდება. 148 მიკროავტობუსის მძღოლი დედაქალაქში გუშინ ტენდერის გადადების მოთხოვნით ჩავიდა. ხუთმა მათგანმა კი შიმშილობა დაიწყო.  საპროტესტო აქციაზე მალევე გამოჩნდნენ ქრისტიან-დემოკრატებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები.

მოგვიანებით ქუთაისელ მძღოლებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე შეხვდა. გადაწყდა, რომ  მძღოლების პრობლემაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამ საკითხზე შეხვედრა რეგიონული განვითარების სამინისტროში დღეს პირველ საათზე შედგება.  ქალაქის მერი ნუგზარ შამუგია უკვე გაემგზავრა თბილისში. თუ გუშინ საღამომდე ქალაქის სატრანსპორტო სამსახური  სატრანსპორტო სქემების და ტენდერის გადახედვას არ აპირებდა,  დღეს უკვე ისინი ზემდგომის გადაწყვეტილებას ელიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია