დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სწორი ხედვის“ პოლიტიკოსი ქუთაისის ხელისუფლებას შეხვდა
2009/11/10 13:23:57

ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე ქუთაისის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა. როგორც თორთლაძემ განაცხადა, მსგავსი ტიპის შეხვედრებს ანტიკრიზისული საბჭო ხშირად მართავს ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა წარმომადგენელთან ამა თუ იმ ტერიტორიულ სუბიექტში არსებული პრობლემური საკითხების გაცნობისა და მათი გადაჭრისათვის აუცილებელი ღონისძიების შემუშავების მიზნით. ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ ქუთაისის თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ქალაქის წყლით, გარე განათებით, გზებით უზრუნველყოფის პრობლემებზე ისაუბრა. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ხვადაგიანმა აღნიშნა, რომ გია თორთლაძეს ქალაქის პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით „სწორი ხედვა“ აქვს. თავის მხრივ ასეთი შეხვედრების პოზიტიურობაზე მიანიშნა გია თორთლაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებელია. მას მიაჩნია, რომ ქვეყანის წინსვლა დაპირისპირებული მხარეების კონსტრუქციული ურთიერთობით, ადამიანების პრობლემებზე ერთობლივი კონცენტრირებითაა შესაძლებელი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1697
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია