დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თერჯოლის გამგებლის უძრავ-მოძრავი ქონება
2009/09/07 13:22:34

გაზეთ „P.S.-ის ქონებრივი დეკლარაციის რუბრიკის სტუმარი ამჯერადაც საშუალო სოციალური მდგომარეობის გამგებელია. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ფანჩულიძე ამ რანგში ქონებრივ დეკლარაციას უკვე მესამედ ავსებს, თუმცა მის ქონებას, დეკლარაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაიონის პირველკაცობის შემდეგაც მნიშვნელოვანი არაფერი შემატებია.

ტარიელ ფანჩულიძის ქონებრივი ინტერესები მშობლიურ თერჯოლის რაიონს ჯერ არ გასცდენია, მას ერთი სახლი და ერთი მიწის ნაკვეთი აქვს რაიონში.

მისი ჩინოვნიკური მოღვაწეობა ალისუბნის თემის საკრებულოს გამგებლობით დაიწყო.

2006 წელს შევსებულ დეკლარაციაში გამგებელი მიუთითებს, რომ ამ დროისათვის მისი ხელფასი 47 ლარი იყო, ხოლო დანამატი - 103 ლარი, მოგვიანებით თერჯოლის გამგებლის ხელფასიც არ გამოიყურება სოლიდურად. თავდაპირველად მითითებულია, რომ მისი ხელფასი ამ თანამდებობაზე 90 ლარი იყო, დანამატი - 310 ლარი, 2006 წლის ნოემბრის თვიდან კი ხელფასი 600 ლარი გახდა, მერე ათასი ლარი.

გამგებელს მამის, გუშა ფანჩულიძის სახელზე გაფორმებული სახლი აქვს თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანში, რომელსაც დეკლარანტი 10000 ლარად აფასებს, 2008 წელს კი - 20000 ლარად. ამავე სოფელში ფანჩულიძეებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აქვთ - 12150 მ2, მის ღირებულებად 5000 ლარია მითითებული, 2008 წლისთვის კი - 12000 ლარი.

გამგებლის ფაქტობრივ მფლობელობაშია (გენერალური მინდობილობით)  ავტომანქანა „ფოლკსვაგენ გოლფი“ - 5000 ლარად შეფასებული.

გამგებელმა სულ ახლახან მეორე ავტომანქანა „ნივა“ ვაზ21-21 (1985 წლის გამოშვების) გაყიდა, მის საწყის ღირებულებად 9300 მანეთია მითითებული. 

თერჯოლის გამგებელი აქციონერიცაა, ფასიანი ქაღალდების გრაფაში მითითებულია, რომ სააქციო საზოგადოება „ციცქას“ აქციონერია და ის 26480 აქციას ფლობს, ერთი ცალი აქცია კი ერთ დოლარადაა შეფასებული.

დეკლარაციაში დეკლარირებულად გადახაზულია „თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის“ გრაფა - გამგებელს ხომ კანონმდებლობა, წესით, ასეთ საქმიანობას უკრძალავს.

2009 წლის დეკლარაციაში ტარიელ ფანჩულიძე მიუთითებს, რომ  კონკრეტული მომენტისათვის ის 7000 დოლარის მესაკუთრეა.

მის წლიურ შემოსავლად 32500 ლარია მითითებული.

გამგებელს ამ წლების განმავლობაში ისეთი ნივთი არ შეუძენია, რომლის საფასურიც საარსებო მინიმუმის თხუთმეტმაგ ოდენობას გადააჭარბებდა. დეკლარაციაში ამ რაოდენობის არც გასავალი ფიქსირდება.

ცარიელი რჩება ანაბრის და საბანკო ანგარიშის გრაფაც, ასევე არსადაა მითითებული, გამგებელს სოლიდური საჩუქარი რომ მიეღოს.

ტარიელ ფანჩულიძის  უძრავ-მოძრავი ქონება ამით შემოიფარგლა.

გაზეთი „P.S.“-თან ტარიელ ფანჩულიძემ იგივე გაიმეორა, რაც დეკლარაციაში მიუთითა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი არც არაფერი უყიდია და არც გაუყიდია, თუ ცოტა ხნის წინ გაყიდულ ავტომანქანას არ ჩავთვლით. მისი შემოსავალი, როგორც თავად ამბობს, ძირითადად, ოჯახურ საჭიროებებს ხმარდება და 7000 დოლარზე მეტის გადანახვა ვერ მოახეხა.

რაც შეეხება გამგებლის ოჯახურ შემადგენლობას ჰყავს მამა - პროფესიით პედაგოგი, გუშა ფანჩულიძე, მეუღლე - პროფესიით ბუღალტერი, ია ბუცხრიკიძე და შვილი - ანა ფანჩულიძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1800
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია