დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მწარე გამოცდილება
2010/03/01 16:01:37

21 მარტს საქართველოს მსხვილ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში,  ეგრეთ წოდებული, პრაიმერი ტარდება. ამასთან დაკავშირებით 27 თებერვალს ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი ქუთაისელ ამომრჩევლებს მწერალთა სახლში შეხვდა, სადაც პრაიმერში მონაწილე კანდიდატები წარადგინა და წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.

ხალხის პარტიის ლიდერმა თავად აღნიშნა, რომ პარტიის პროგრამაში ცვლილებები არ შესულა, რადგან ჯერ ძველის დაპირებები აქვთ შესასრულებელი, რის შემდეგაც შესთავაზებენ მოსახელეობას ახალ პრიორიტეტებს.

შეხვედრას ქუთაისური ოპოზიციური სპექტრის ზოგიერთი წარმომადგენელიც ესწრებოდა. დარბაზში იმყოფებოდნენ „სამართლიანი საქართველოს” ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე  და „ახალი მემარჯვენეების“ რეგიონული წარმომადგენელი მამუკა მღვდელაძე. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1491
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია