დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/03/20 17:14:32

დღეს საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კენჭი უყარა პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას,ნინო გვენეტაძეს.

პარლამენტმა 88 ხმით , ერთხმად დაუჭირა მხარი მის არჩევას.   დარბაზში მყოფთაგან წინააღმდეგი არც ერთი არ აღმოჩნდა.


"ნინო გვენეტაძე არჩეულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, გილოცავთ, შემდეგ ფიცს დადებთ",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძე ათი წლის ვადით აირჩიეს. მისი წინამორბედი კონსტანტინე კუბლაშვილი გახლდათ, რომელსაც უფლებამოსილება თებერვალში ამოეწურა.


 უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ პარლამენტის წინაშე ფიცი დადო. ამით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგში მისი უფლებამოსილება ძალაში შევიდა. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2411
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია