დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ერთობლივი ინიციატივა
2010/02/23 17:10:23

დღეს ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატი 1003“-ში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი წარადგინეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა მარტინ კლაუკემ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მერი შიჰანმა.

„ევროკომისიის და გაეროს მიგრაციის და განვითარების ერთობლივი ინიციატივა“  წარმოადგენს 15 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე სამწლიან პროგრამას, რომლის განხორციელება დაიწყო 2008 წლიდან. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო ორგანიზაციათა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერას მიგრაციის და განვითარების პრობლემის გადაჭრისათვის, ქვეყანაში რეგიონების განვითარების ხელშეწყობას.

შეკრებილ საზოგადოებას პროექტის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა– საქართველოს ადგილობრივი თვითმმათველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტრმა დავით მელუამ, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს დირექტორმა იოსებ ხახალეიშვილმა, ჰოლანდიის ქართული დიასპორის ფონდის თავმჯდომარემ მარეხ ტოგონიძემ და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია „იმერეთის“ რეგიონულმა წარმომადგენელმა სილოვან ჩინჩალაძემ გააცნეს საქართველოში დაფინანსებული ის ოთხი პროექტი, რომლებიც ხორციელდება შერჩეული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მათ უცხოელ პარტნიორებთან ერთად.

ღონისძიებაზე ითქვა, რომ ფოთის ინდუსტრიული ზონა და ქუთაისის თავისუფალი ეკონომიკური ზონა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების ზრდას, ადგილობრივი მოსახლეობის, უცხოეთიდან დაბრუნებული და იძულებით გადაადგილებული ადამიანების დასაქმებას.

 

ნოდარ ჯოჯუა

ლევან ფანცხავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1477
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია