დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი არქიტექტორის ხელნაკეთი მანქანების და საოჯახო ტექნიკის გამოფენა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/29 18:51:16

დღეს ქუთაისში საპროექტოს შენობაში არქიტექტორ ვახტანგ დვალიშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს საოჯახო ტექნიკასთან ერთად ქუთაისის გენგეგმის მაკეტის და ორი ხელნაკეთი ავტომობილის ნახვა შეეძლოთ.

ვახტანგ დვალიშვილი შემოქმედებით საქმიანობას 35 წელია ეწევა, როგორც მან აღნიშა, მის მიერ შექმნილი ავტომობილებით ევროპა მოიარა. უნუკალური ავტომობილი, რომელსაც საჭე შუაში აქვს მნახეველთა გაოცებას იწვევს.

"საავტომობილო ქვეყნები თითზე ჩამოსათვლელია მსოფლიოში, ჩვენ დავკარგეთ ეს პრიორიტეტი.  ჩემი სურვილით 90 –იან წლებში საავტომობილო და სატრაქტორო ქარხანას საჩუქრად გავუკეთე ახალი მოდელები, მაგრამ ამ ძალისხმევამ მაინც არ უშველათ. ახლა  გადავწყვიტე შევქმნა მობილური არქიტექტურა. ყველა მშენებლობა ხორციელდება საველე პირობებში, რაც  ძვირი ჯდება. ჩემი პროექტით მზადდება მობილური სახლები თავისი ავეჯით და კონდიციონერით. ასეთი   სამი სახლი უკვე დაიდგა. ამათგან ორი ქუთაისში და ერთი საგურამოში. ასევე მაქვას ქალაქის გენგეგმა, თუ როგორი უნდა იყოს ქუთაისი ხვალ, რომელსაც ქალაქის ხელმძღვანელობას წარვუდგენთ და იმედია მოხდება მისი განვითარება"–აღნიშნა ვახტანგ დვალიშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ არქიტექტორმა მის მიერ დაფუძნებულ შპს–ს და შექმნილ ტექნიკას ქალიშვილის სახელი "მარი" უწოდა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია