ქუთაისის მერობის მსურველთა 69 განაცხადიდან კომისიამ 12 კანდიდატი დატოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა განაცხადა. ქუთაისის მერობის მსურველთა უმრავლესობას, შესარჩევ კონკურსზე ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების და ნასამართლეობის შესახებ არ წარმოუდგენია, რის გამოც, აღნიშნული მერობის კანდიდატები კონკურსიდან მოიხსნა.
მერობის 12 კანდიდატი , რომელთაც სრულყოფილი დოკუმენტაცია აღმოაჩნდათ და კონკურსში დარჩნენ, არიან:ბაკურ ბალანჩივაძე,ლიანა ვაშაკიძე–გვენეტაძე,ხატია ვედმედევა, ავთანდილ კაჭახიძე,სევარიონ კინწურაშვილი,როსტომ ერგემლიძე, დიმიტრი კოპალიანი, შერმადინ მიქელთაძე, ნუგზარ უგულავა,ზვიად შანიძე, იოსებ ხახალეიშვილი,ალექსანდრე ჯიქია
შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატებითა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია შვიდი წევრისაგან შედგება. თუმცა ,დღევანდელ სხდომაზე არ იმყოფებოდა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე, რომელიც, ამავე დროს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეცაა, კომისიის წევრის ზურაბ ხურციძის თქმით, მღვდელაძე უკრაინაში იმყოფება საქმიანი ვიზიტით.