დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გელათის ქუჩის დაზიანებული გზა წელს არ შეკეთდება?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/03/20 16:05:23

ქუთაისში, გელათის ქუჩა სავალალო მდგომარეობაშია:  დაზიანებულია სამანქანო გზა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გზა ზამთრის შემდეგ გაფუჭდა - ყინვამ სულ დაშალა ასფალტი და ორმოები გააჩინა, რის გამოც ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ.


„ეს გელათის ტაძრისკენ მიმავალი გზაა. ტაძარს უამრავი უცხოელი ტურისტი სტუმრობს წელიწადის სხვადასხვა დროს და ასეთ პირობებში გადაადგილება ნამდვილად არ არის საამაყო და გამოსაჩენი. თუ სრულ რეაბილიტაციას არ მოახდენენ, ეს ორმოები მაინც ამოავსონ და მძღოლებს არ მოუწევთ მანქანების ნაწილების „იამებიდან“ ამოკრეფა“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქალბატონმა.


ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, 2014 წლის ინფრასტრუქტურის პროექტში არ არის შესული გელათის ქუჩის რეაბილიტაცია, რადგან გზის შეკეთებას ხელს უშლის იქ მიმდინარე წყალგაყვანილობის მოსაწესრიგებელი სამუშაოები.


გელათის ქუჩაზე წყალგაყვანილობის სამუშაოებს შპს  „კობრა“ აწარმოებს.

 

„წლევანდელ ინფრასტრუქტურის პროექტში ვერ შევიდა გელათის ქუჩის შეკეთება, იქ მიმდინარეობს წყლის სისტემის მოწესრიგება, მილების გაყვანა, აუზის გაკეთბა და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების დასრულებისთანავე დავიწყებთ გზის რეაბილიტაციას. ორმული შეკეთებაც ვერ მოვახერხეთ, ხელი რომ არ შეგვეშალა მილების გაყვანაში,“ – განაცხადა მალხახ ბასილაძემ.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2574
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია