დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაკავებულია შსს-ს 9 თანამშრომელი
2012/11/15 12:17:49

საქართველოს მთავარი პორკურატურის ცნობით, დღეს გამთენიისას მათ მიერ დაკავებული შსს-ს მაღალჩინოსნების საქმეზე პროკურატურა აპირებს შესაბამისი მტკიცებულებების გამოქვეყნებას.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 15 ნოემბერს მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს  რამდენიმე  თანამდებობის  პირი დააკავეს, ამ დროისთვის მხოლოდ ორი მათგანის ვინაობაა ცნობილი, ესენი არიან: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მესამე მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთლიანობაში დაკავებულია შსს-ს 9 თანამშრომელი, რომლებსაც ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელი, რათა ადამიანების პირადი ცხოვრება, მათ შორის კომერციული და ფინანსური ინფორმაცია მოეპოვებინათ.

ქარდავასა და ყავლაშვილის ადვოკატების ცნობით, კუდ-ის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსს გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა) დარღვევაში ედავება და მისი საქმე უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის - ბესო სურმავას გაუჩიანარების ფაქტს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც იუთუბზე მისი სახელითა და გვარით აიტვირთა ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ლიდერების მაკომპრომატირებელი აუდიომასალები (მათი საუბრების ფარული ჩანაწერები).

რაც შეეხება ყავლაშვილს, მისი ადვოკატის თქმით, მასაც სისხლის სამართლის ორი მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სხვისი ქონების განადგურება) დარღვევაში ადანაშაულებენ და იგი უკავშირდება "ქართუ ჯგუფის" კუთვნილი ქონების დაზიანება-განადგურებას საბაჟო ტერმინალზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია