დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თავისუფალი საქართველო“ „რეზინის ტანსაცმელების“ დარიგებას ითხოვს
2012/09/19 13:02:52

„თავისუფალი საქართველო“-ს ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია ქუთაისის მერიას მიმართავს, უზრუნველყოს ელექტრობოძებისგან მოქალაქეების უსაფრთხოება, რადგან ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საქმე №3/ბ-481-2012 განჩინებაში, რომელიც ეხებოდა თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 9 აგვისტოს 2012 წლის №898 ბრძანებას სამართლებლივ დასაბუთებაში ჩაწერილია, რომ ქუთაისის ტერიტორიაზე მდებარე გარე-განათების ელექტრობოძები საფრთხის შემცველია და მასზე სააგიტაციო მასალის გაკვრა არ შეიძლება.
პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის თვითმმართველობას მოთხოვნით მიმართავს, რათა დენისგან დაცვის მიზნით მერიამ მოსახლეობას „რეზინის ტანსაცმელი“ დაურიგოს.
„მერიის სახელზე მოვამზადეთ წერილი და ვთხოვთ მერიას და თვითმმართველობას, როგორც თვითონ გვეუბნება და სასამართლოც ამტკიცებს, დაიცვას მოსახლეობა, რადგან გარე განათების ბოძები სიცოცხლისათვის საშიშია.“ - აცხადებს გოგი წულაია.

 
მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1760
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია