დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროცესი
ვანო მერაბიშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/30 12:23:14

დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერებიშვილის მორიგი პროცესი გაიმართება ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმის არსებით განხილვაზე დღეს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა შედგება. პროკურატურას მერაბიშვილის საქმეზე სულ 3969 მოწმე დარჩა დასაკითხი. როგორც მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, საქმე თავიდანვე აბსურდული იყო, რადგან პროკურატურამ კარგად იცოდა, რომ ამდენი მოწმის დაკითხვას ვერ მოახერხებდა.


ამ დრომდე უცნობია, დაესწრება თუ არა დღევანდელ სხდომას ბრალდებული მერაბიშვილი.


 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ვანო მერაბიშვილს 2013 წლის დასაქმების პროგრამის დროს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. კერძოდ, პროკურატურის ბრალდების მიხედვით, პროგრამაში მონაწილე სოციალური აგენტები წინასაარჩევნო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ დავალებებს ასრულებდნენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2728
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია