დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლეიბორისტები სასამართლოს სასამართლოში უჩივიან
2010/11/15 13:51:52

10 ნოემბერს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის კოორდინატორმა სამსონ გუგავამ პრესკონფერენცია გამართა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან საჯარო ინფორმაციების არ მიწოდების ფაქტზე ისაუბრა.

 

„ჩვენს ქვეყანაში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან აჟიოტაჟია ატეხილი, რომ ასეთი წარმატებული რეფორმა სასამართლოს ჯერ არ ჰქონია. შესაბამისად, ჩვენ დავინტერესდით მათი საქმიანობით ქუთაისში. მივმართეთ პირველ ინსტანციას - საქალაქო სასამართლოს, გამოვითხოვეთ 2010 წლის 9 თვის მონაკვეთის ის საჯარო ინფორმაციები, რომლებიც, კანონით, ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა შესაბამისმა თანამდებობის პირებმა, ვისაც ევალებათ მათი გაცემა, უარით გამოგვისტუმრეს,“ - განაცხადა სამსონ გუგავამ.

ლეიბორისტებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან რამდენიმე სახის სამართალდარღვევაზე ჩატარებულ პროცესებზე მოითხოვეს საჯარო ინფორმაცია და სტატისტიკა. კერძოდ: სისხლის სამართლის კოდექსის 510 და 511 მუხლების თანახმად, რამდენი გამამართლებელი და გამამტყუნებელი სარჩელი იქნა გამოტანილი სახელმწიფოსა და კერძო პირებს შორის დავის დროს, რამდენ შემთხვევაში იქნა კერძო პირების მოთხოვნები დაკმაყოფილებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47,48 მუხლების საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რამდენ კონკრეტულ შემთხვევაში გაათავისუფლა მოქალაქეები სახელმწიფოსთვის დაკისრებული ბაჟის გადასახადისაგან.

სამსონ გუგავამ გაზეთ „P.S.“-თან ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენ მოვამზადეთ წერილი. პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის ვალერი ცერცვაძის სახელზე, პარალელურად შევიტანთ სარჩელს სასამართლოში - სასამართლოს წინააღმდეგ, რაც უპრეცედენტო ფაქტია, რადგანაც ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმაა მოწყობილი. ჩვენი პროტესტი სამართლიანია. ჩვენ რეალურად დავანახებთ საზოგადოებას, რა ტიპის სასამართლო სისტემაა ქვეყანაში.“

 

ნათია ადეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1710
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია