დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იურიდიული კონსულტაცია მათთვის, ვისაც ონლაინ სესხები აქვს
2016/05/17 15:30:07

 

ძალიან ბევრ ადამიანია გაწამებული ონლაინსესხების შედეგად და შესაბამისი ინფორმაციაც არ გააჩნიათ, როგორ დააღწიონ თავი ამ კრედიტორგანიზაციების მუქარებს.

ჩვენ გთავაზობთ ადვოკატ ნატო გოგმაჩაძის იურიდიულ კონსულტაციას ონლაინ სესხებთან დაკავშირებით,თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როცა გაქვთ ონლაინ სესხი, ვერ გადაიხადეთ და მას გთხოვენ გასამმაგებული ოდენობით.


უპირველეს ყოვლისა, განგიმარტავთ, რომ სესხის არსებობის ფაქტი სასამართლოში შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებით (სესხის ხელშეკრულებით, ვალის აღიარების დოკუმენტით….),ან კიდევ თქვენ თავად უნდა აღიაროთ ვალის არსებობის ფაქტი. რადგანაც თქვენ სესხს ონლაინ იღებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ არანაირ დოკუმენტზე ხელი მოწერილი არა გაქვთ და სასამრთლოში დავის შემთხვევაში, სასამრთლო დაგაკისრებთ მხოლოდ ,,ძირ თანხას“ ანუ იმას, რაც ჩაგირიცხეს .(რადგანაც ამ შემთხვაში მათ შეუძლიათ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარადგინონ თქვენს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამდასტურებელი ქვითარი).

 

სასამრთლო არ დაგაკისრებთ სარგებელსა და გასამმაგებულ ჯარიმას იმიტომ, რომ თქვენი მოწინააღმდეგე ვერ წარადგენს აღნიშნულის არსებობის დამადასტურებელ წერილობით დოკუმენტს.სწორედ იმიტომ ,რომ სასამართლო გზით გასამმაგებული თანხის აღების შანსი არა აქვთ, ისინი თანხის ამოსაღებად მიმართავენ სხვა ხერხებს. კერძოდ: იწყებენ რეკვას ტელეფონზე. არამხოლოდ თქვენთან ,არამედ თქვენი ოჯახის წევრებთანაც. გემუქრებიან სახლის ,ნივთების დაყადაღებით, გთხოვენ მათთან ოფისსი მისვლას…

 

განგიმარტავთ როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ:პირველ რიგში , არ უნდა შეშინდეთ. როგორც უკვე განგიმარტეთ, მათ აქვთ მხოლოდ იმ თანხის აღების შანსი, რაც ჩაგირიცხეს. ჩაურიცხეთ მათ ანგარიშზე ეს თანხა და წერილობით აცნობეთ, რომ მათი ვალი დაფარულია.შემდეგ წერილის ასლი, ფოსტის ქვითარი და თანხის გადახდის ქვითრის ასლი შეინახეთ.(ამით სასამართლო ხარჯებს აიცილებთ თავიდან)თუ კი გიჩივლებენ, ამ ყველაფერს გამოიყენებთ მტკიცებულების სახით. მაგრამ აღარ გიჩივლებენ, რადგანაც სარგებლის და პროცენტის დამადასტურებელი წერილობითი ხელშეკრულება თქვენთან გაფორმებული არა აქვთ. ანუ სასამართლო პროცესის მოგების შანსი აღარ ექნებათ.

 

შემდეგ მუქარებს კვლავ გააგრძელებენ მაგრამ არ უპასუხოთ სატელეფონო ზარებზე,თუკი ვინმე მოვა და გეტყვით, რომ აღმასრულებელია, გამოიძახეთ სასწრაფოდ პატრული (ამასაც აკეთებენ ხოლმე, მიდიან ვითომ დასაყადაღებლად, ბეიჯიც უკეთიათ გულზე, მიაქვთ ვალის აღიარების დოკუმენტი და ეუბნებიან, თუ ამაზე მომიწერ ხელს, აღარ დაგიყადაღებ არაფერს…).

 

ხელი არ მოუწეროთ არანაირ დოკუმენტზე! თავიანთ ოფისში თქვენს მიტყუებას სწორედ ამიტომ ცდილობენ, ანუ ასეთ დოკუმენტზე უნდა მოგაწერინონ ხელი(დოკუმენტში წერია, რომ თქვენ აღიარებთ ვალის სამმაგი და მეტი ოდენობით არსებობის ფაქტს). ასევე, იწერენ როგორც სატელეფონო საუბრებს, ისე -  მათთან ოფისში საუბრებსაც. საუბრისას ცდილობენ, როგორმე გაღიარებინონ ვალის არსებობა, შემდეგ ამ ჩანაწერს იყენებენ მტკიცებულების სახით, ან ცდილობენ, ხელი მოგაწერინონ ვალის აღიარებაზე.

 

მოკლედ, გაითვალისწინეთ, ხელს არ აწერთ არაფერზე და არ აღიარებთ ვალის არსებობას მათთან საუბრისას.იხდით მხოლოდ ძირ თანხას.


ადვოკატი
ნატო გოგმაჩაძე

http://nocreditsonline.ge/?p=106

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15744
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია