დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ომი და მიგრაცია
“საქართველო ჩემთვის მეორე სახლივითაა”- უკრაინელი მიგრანტი მარინა პოლტავა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2023/08/20 00:28:23

 

2022 წლის თებერვალში  რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და საომარი ქმედებების დაწყებამ  სხვა დამანგრეველ შედეგებთან ერთად ევროპის უდიდესი დევნილთა კრიზისი გამოიწვია. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით 6 მილიონზე მეტმა უკრაინელმა ქვეყანა დატოვა, ხოლო  მოსახლეობის მესამედი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.


ომმა არავინ დაინდო.. ყველას ახსოვს და ფაქტობრივად, დღემდე გრძელდება რუსეთის მიერ საბავშო ბაღებისა და სამშობიარო კლინიკების დაბომბვა.  ამ შემზარავი ტრაგედიების გამო  ლტოლვილთა ნაკადში ძირითადად  ქალები მოხვდნენ, რომლებიც საკუთარი შვილების უსაფრთხოების დასაცავად იძულებული გახდნენ მიგრაციაში წასულიყვნენ. ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ უკრაინლ ქალს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ   მცირეწლოვან შვილებთან ერთად   ქუთაისში  ცხოვრობს.


23 წლის მარინა ოსლამი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი იყო და  ომის დაწყებამდე  ახლადშექმნილ ოჯახთან ერთად ქალაქ პოლტავაში ბედნიერად ცხოვრობდა. ომის დაწყების შემდეგ კი მას უასფრთხო საცხოვრებელი ადგილის  ძებნა მოუწია.  იმ დროისათვის მას უკვე ერთი მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰყავდა და მეორე შვილს ელოდებოდა.  მათთვის  მიგრაცია უბრალოდ ერთადერთი არჩვანი იყო...


„დავიბადე და გავიზარდე უკრაინაში. საქართველოში  ომის დაწყების შემდეგ გადმოვედით. სამწუხაროდ, საინტერესო ბიოგრაფია არ მაქვს, ადრე დავქორწინდი, მალევე  ომი დაიწყო  და შვილების უსაფრთხოებისთვის სამშობლოს დატოვება მომიწია.  სასწრაფოდ დავსახლდით ქუთაისში.   მთელი ჩემი ოჯახი  უკრაინაში დარჩა, ყოველდღე ვღელავ მათზე.“- ამბობს მარინა ოსლამი     

 

მიგრაცია მარტივი არ არის, განსაკუთრებით, როცა პატარა შვილები გყავს, როგორ ადაპტირდით ქართულ კულტურასთან და რამ შეგიწყოთ ხელი? საცოვრებელ ქალაქად ქუთაისი რატომ აირჩიეთ ?

 - დიახ, გეთანხმბით ომით გამოწვეული მიგრაცია ნამდვილად შოკისმოგვრელია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ადაპტაცია მარტივი იყო, რადგან მეორე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ და მაშინ ჩვენი ოჯახის მთავრი პრიორიტეტი ბავშვების სიცოცხლის დაცვა იყო. ფიქრის დრო არ იყო, უსაფრთხო გარემოში სწრაფად დავსახლდით.  აქ ყველაფერია ბავშვებთან კომფორტული ცხოვრებისთვის. ადგილობრივები ძალიან კეთილად და მეგობრულად გვექცევიან, ქუთაისში უკვე ბევრი მეგობარი გვყავს.  მოგვწონს ეს ქალაქი თავისი  ძალიან კეთილი მაცხოვრებლებით, ლამაზი ბუნებთა და შედარებით ბიუჯეტური გარემოთი.

 

 გქონიათ თუ არა მასპინძელ ქვეყანაში დაუცველობის განცდა? სამომავლო პერსპექტივაში თუ მოიაზრებთ საქართველოში მუდმივად ცხოვრებას?

- არა, პირიქით, როგორც გითხარით, ჩვენს ოჯახს პირველივე დღეებიდან თბილად შეხვდნენ. ყველა ყოველთვის კარგად გვექცევა და გვეხმარება  ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში. საქართველო ჩემთვის  მეორე სახლივითაა. აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, იმდენად კარგად რომ  დარჩენასაც განვიხილავ. ამას დრო გვჩვენებს, მაგრამ მე მინდა დარჩენა.

 


  აქ იმდენი კარგი მოგონება დამიგროვდა…  ქუთაისი ძალიან შემიყვარდა. ჩემი ცხოვრების  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მეორე ქალიშვილის დაბადება აქ მოხდა,  რომლიც  მართმადიდებლური ტრადიციების მიხედვით მოწამეთაში მოვნათლეთ, ქართველი ნათლიები გვყავს.  ძალიან ბედნიერი ვარ, რომ  გავბედეთ და  ჩამოვედით.  მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველს,  ძალიან ვაფასებ თქვენს დამოკიდებულებას. ქართველები საოცარი ხალხი ხართ!


რას ეტყვით უკარაინაში დარჩენილ ქალებს, დედებს?

 პირველ რიგში, მინდა ყველა ქალს ვუსურვო მოთმინება და ძალა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ერთამნეთს  ნებისმიერ სიტუაციაში. ახლა ძალიან რთული დრო გვიდგას, მაგრამ ეს ომი დასრულდება და ახალი ლამაზი ცხოვრება დაიწყება. მალე,  ყველა ჩვენგანი  ვიცხოვრებთ  ბედნიერად მშვიდი ცის ქვეშ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 757
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია