დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კიცხში მემორიალი გახსნეს
2015/10/05 14:02:33

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გახსნეს. გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც დაღუპულთა ოჯახის წევრები და ნათესავები ესწრებოდნენ, კიცხის უხუცესთა ანსამბლ "ოდილას" წევრებმა ომის თემაზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.

 

სოფელში მემორიალი 1989 წლიდან არსებობდა, თუმცა ამ დრომდე მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა. მიმდინარე წელს კი „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში მემორიალის აღსადგენად 9800 ლარი გამოიყო. ახალი მემორიალი უფრო ხელსაყრელ ადგილას განთავსდა, დაფაზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 165 მებრძოლის სახელი და გვარია დატანილი.

 

მსგავსი ტიპის პროექტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განხორციელდება. მემორიალი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა გახსნეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია