საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
გიორგი შენგელია სანდრა რულოვსს დებატებში იწვევს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/05/08 02:06:49

,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა,  გიორგი (გეგა) შენგელიამ, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დებატებში გამოიწვია. განცხადება მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში   თოქ-შოუ ,,პირისპირ“ გააკეთა.

 

 „ზუგდიდის მერობა, ეს არ არის ზოგადი პოლიტიკური ინტერესების მიმათულება. ზუგდიდის მერი უნდა იყოს ხალხის მერი, ხალხის გვერდში მდგომი სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში, ამიტომ მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალასთან ურთიერთობა და მოსახლეობას გაურბოდე შიშის გამო , იმიტომ რომ რამე კრიტიკული არ მოისმინო ეს არის ჩვენითვის ყოვლად მიუღებელი, სამწუხაროდ ეს ჩვენს ოპონენტებს წინასაარჩევნო ფონად გასდევს.

 

ჩვენთვის მთვარი არის ზუგდიდის მოსახეობა იყო მაქსიმალურად ინფორმირებული, რათა გააკეთონ სწორი არჩევანი, რადგან ეს არის დემოკრატიული პრონციის მთავარი ფუძე.

 

 ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ ბევრ საკითხზე, მე მინდა  დღესვე პირდაპირ ეთერში  მოვიწვიო  ქალბატონ სანდრა რულოვს დებატეში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლზე“, სადაც შეგვეძლება პირისპირ ვისაუბროთ ყველა ამ საკითხე პირდაპირ ეთერში. გავხდეთ ხალხისთვის თვალსაჩინო, რადგან ზუგდიდელი ხალხი იმსახურებს  მეტ კომუნიკაციას“ - განაცხადა მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გადაცემაში ,,პირისპირ".

 

 გიორგი შენგელიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში საკურთარ პროგრამაზე და გეგმებზე ისაუბრა. სანდრა რულოვსმა კი გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვა, როგორც გადაცემის წამყვანმა განაცხადა, მასთან მოლაპარაკებას ტელევიზია 2 დღის განმავლობაში აწარმოებდა, თუმცა საბოლოოდ უარი მიიღეს.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 179
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია