დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წიგნიერების აქცია
მაჟორიტარი დეპუტატისგან ბორჯომის ოთხმა სკოლამ საჩუქრად წიგნები მიიღო
ავტორი: ნატო გუბელაძე
2023/06/03 23:43:52

 

ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ  მედიასახლპოსტსკრიპტუმი“- და წიგნის სახლქიმერიონი“- ინიციატივით და პარლამენტარ  ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით, უკვე მესამე წელიაწიგნიერების აქციებსვმართავთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სკოლებში.

 

აქციის ფარგლებში ახალციხისადიგენისბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი მაღალი დონის კლასიკურ მხატვრულ ლიტერატურას საჩუქრად გადასცემს სკოლის ბიბლიოთეკებს.

 

ამჯერადაც, საზაფხულო კვირეულის ფარგლებში, ადიგენის სკოლების შემდეგ, ბორჯომის  მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მცხოვრები მოსწავლეები გავახარეთ მაჟორიტარის გამოგზავნილი საჩუქრით.

 

მაჟორიტარი დეპუტატის საჩუქარი მიიღო ბორჯომის მუნიციპალიტეტის შემდეგმა სკოლებმა:

 

1.      სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვარის საჯარო სკოლადირექტორი ჯული მაისურაძე;

2.      სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის საჯარო სკოლადირექტორი ხათუნა მაისურაძე;

3.      სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიკანის საჯარო სკოლადირექტორი ხათუნა გვიმრაძე-გელაშვილი;

4.      სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლადირექტორი ზოია თიგიშვილი

 

ჩვენი რედაქციამაჟორიტარის ბორჯომის  ბიუროს ხელმძღვანელ, მარიამ სიმონიშვილთან  ერთად სტუმრობდა ოთხივე სკოლის  ბიბლიოთეკას და მათი წიგნადი ფონდი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის წიგნებით გავამდიდრეთ. 

 

სკოლების ხელმძღვანელებიც და მოსწავლეებიც ანიშნავდნენ, რომ იცოდნენ პარლამენტარის მხარდაჭერილი ამ აქციის შესახებ და  ერთი სული ჰქონდათ, მათი სკოლებიც როდის მიიღებდნენ დეპუტატის საჩუქარს. შესაბამისად, მადლიერებაც განსაკუთრებული ემოციებით თუ სიყვარულით გამოხატეს.  

 

ნატო გუბელაძე

მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 295
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია