დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონკურსი - „შეNს ქალAქს დაუTOვე“ - დასრულდა
2017/04/21 20:59:39

კონკურსის ფარგლებში, ნატოს თემაზე საქართველოს 10 ქალაქში (თბილისი, გორი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი, ახალციხე, რუსთავი, ოზურგეთი, მარნეული) წინასწარ შერჩეული ობიექტები მოიხატა.


ნატოს დღეების შემაჯამებელ ღონისძიებაზე, საუკეთესო ესკიზების ავტორების მიერ მოხატული ობიექტების პრეზენტაცია და დაჯილდოება გაიმართება. გამარჯვებული მონაწილეები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ დააჯილდოვეს.


I ადგილზე გარდაბნისა და თბილისში მოხატული ნამუშევრები გავიდა, II ადგილი -  ქუთაისმა, ხოლო III - ზუგდიდმა დაიკავა.


ესკიზები ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებს, ნატოს მიზნებსა და ამოცანებს, საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს გამოხატავს
პირველ ადგილზე გასული გამარჯვებული გუნდის წევრები ბუდაპეშტში ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით დაჯილდოვდნენ, მეორე ადგილზე გასული მონაწილეები კი ბულგარეთში გაემგზავრებიან.


პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. პროექტი ბულგარეთის საელჩოს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ტურისტული სააგენტოს თრეველშოპის, კომპანია კაპაროლისა და შპს შუხმან ვაინს ჯორჯიას მხარდაჭერით განხორციელდა.


ნატოს დღეები საქართველოში წელს მეათედ აღინიშნა.

 

მარიკა ვაჭარაძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9648
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია