დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/06 12:42:09

სს ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, მიმდინარე წლის 06-12 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ელექტრო გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს ქუთაისში, ხონში და ზესტაფონში.

 

7 ოქტომბერს 10:00-18:00 საათამდე მ/ძ ქვესადგურში “ქუთაისი 6” დაგეგმილი პროფილაქტიკურ სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება დაახლოებით 9200 აბონენტს ქუთაისში - სულხან საბას გამზირს, თაბუკაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას,მაისურაძის, 9 აპრილის, დადიანის, ოცხელის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე, 750-მდე აბონენტსსოფელ ქვიტირში.

 

მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ავტოქარხანაში“ ფიდერებზე პროფილაქტიკური  დაგეგმილი სამუშაოების გამო  ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება:

•    6 ოქტომბერს ფიდერი „N17“  – 11:00-15:00 სთ; ავტომშენებლის, ზ. ჭავჭავაძის, ბუკიას ქ.

•    8 ოქტომბერს ფიდერი „N19“ – 11:00-15:00 სთ; ავტომშენებლის, ბელინსკის, მუსხელიშვილის,ტოლბუხინის, ბელინსკის ქ.

•    9 ოქტომბერს ფიდერი „N20“ – 11:00-15:00 სთ; ხარებავას ქ.

 

ქვესადგურში „ხონი-2“ 6-10 ოქტომბერს ცალკეულ ფიდერებზე დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშოების გამო ძაბვა შეუწყდებათ შემდეგი ფიდერი მომხმარებლებს:


•    ფიდერი "ლტოლვილები" - 6/10/14 წ. 11:00  სთ-დან  14:00 სთ-მდე.

•    ფიდერი "ფურნე" – 7/10/14 წ. 11:00  სთ-დან  14:00 სთ-მდე.

•    ფიდერი "დტს" - 9/10/14 წ.  11:00  სთ-დან  14:00 სთ-მდე.

•    ფიდერი "ქუტირი" - 10/10/14 წ.  11:00  სთ-დან  14:00 სთ-მდე. 

 

 მ/ძ ვესადგურში „ახალ ზესტაფონში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებისგამო 8 ოქტომბერს 10:00-17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აღნიშნული ქვესადგურის 10 კვ მომხმარებლებს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2150
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია