საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელმა მწერლებმა შოთა მურღულიას ხელოვნების სფეროში არსებული პრობლემები გააცნეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/05 13:03:46

ქუთაისის მერი შოთა მურღულია მწერლებს ხვდა.


შეხვედრის მიზანს ხელოვნების სფეროში, კონკრეტულად მწერლობაში, არსებული პრობლემური საკითხები წარმოადგენდაალაქის მერმა ის ინიციატივები და შენიშვნები მოისმინა, რომლებიც მწერლებს აქვთ.


მათ განსაკუთრებული ყურადღება წიგნების და ჟურნალ-გაზეთების დაფინანსებაზე გაამახვილეს, რათა ფართო საზოგადოებამ გაიცნოს ქუთაისელი მწერლების შემოქმედება. შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც.

 

„მწერლებს, ისევე როგორც ხელოვნების ცალკეული დარგის მუშაკებს, მათ მიერ წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა და თანადგომა ჭირდება. ვისაუბრეთ იმაზე, რომ შეიქმნება 7 წევრისაგან შემდგარი საბჭო, რომელიც განიხილავს, რა პუბლიკაციები უნდა დაფინანსდეს და რა ღონისძიებები უნდა გაიმართოს, რაც მაქსიმალურად იქნება ასახული 2015 წლის ბიუჯეტში“-განაცხადა  შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1741
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია