დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საქართველომ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩია
2018/11/28 20:44:01

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით GALLUP INTERNATIONAL-მა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლი ჩაატარა.


შედეგები ასე გადანაწილდა: 

სალომე ზურაბიშვილი - 58%

გრიგოლ ვაშაძე - 42%


ეგზიტპოლის შედეგებში შესაძლო ცდომილება 2%-ია. მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 10204 რესპოდენტი. მონაცემები ეყრდნობა 18:00 საათის ჩათვლით მიღებულ პასუხებს, ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები 22:00 საათზე გახდება ცნობილი.

 

კვლევის საველე სამუშაოები ACT-მა ჩაატარა. გამოკითხვა 08:00 საათიდან 20:00-მდე მიმდინარეობდა. გამოკითხვის მეთოდი - თვით ადმინისტრირებადი, 100%-ით შემთხვევითი შერჩევით, ფურცელზე დაფუძნებული გამოკითხვა.

 

გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება ასეთი იყო: 

1. ვის მიეცით ხმა დღეს? ა) 5. გრიგოლ ვაშაძე ბ) 48. სალომე ზურაბიშვილი.

2. ვის მიეცით ხმა პირველ ტურში? ა) გრიგოლ ვაშაძე, ბ) სალომე ზურაბიშვილი, გ) დავით ბაქრაძე, დ) სხვა კანდიდატი, ე) არ ვყოფილვარ არჩევნებზე.

 

(გამოკითხვის დამკვეთი - შპს ტელეიმედი, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, წერეთლის გამზ., №140, დაკვეთა ფასიანია).

 

ასევე ცნობილი გახდა რუსთავი2-ის დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის შედეგები.


გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Edison Research საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს.

 

Edison Research-მა 17:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გრიგოლ ვაშაძეს 45% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს - 55%.

 

17:00 საათისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 663 000 ამომრჩეველი იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე.

 

სალომე ზურაბიშვილმა 914 000 ამომრჩევლის ხმა მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 749 000 ხმა. სხვაობა ორ საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველს შორის არის 165 000 ხმა.

 

Edison Research-ის კვლევაში ცდომილება არის პლუს-მინუს 3 პროცენტი. 

 

დღეს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

 

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია