დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის თავმჯდომარე კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის მიზეზებს განმარტავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/02 14:15:18

 

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, საპატრიარქოში, ილია მეორესთან შეხვედრაზე იმყოფებოდა და ამის შემდეგ პარლამენტმა მიიღო კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება.

 

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პრინციპული პოზიცია იყო, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის გადავადება მიზანშეწონილი არ იქნებოდა.

 

კობახიძის განცხადებით, გუშინ უმრავლესობის შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილეს და მიიღეს კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება.

 

„სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ახლავე ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ეკლესიის პოზიცია. ასევე, გავითვალისწინეთ, აღვნიშნავ, სხვა კონფესიების წარმომადგენლების პოზიცია და  გავითვალისწინეთ, ზოგადად, საზოგადოების განწყობა ამ საკითხთან, კანონპროექტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც გაფორმდება მთავრობის შესაბამის, უახლოეს სხდომაზე.

 

არჩევნებსაც უკავშირდება, შემიძლია გითხრათ. კერძოდ, გუშინ როდესაც საუბრობდა ქალბატონი სალომე საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით, მან, მათ შორის, თავისი პოზიცია დაასაბუთა იმ შეხვედრებითაც, რომელსაც საარჩევნო პროცესში რეგიონებში თუ ქალაქებში ატარებდა. შესაბამისად, ამ არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და, რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ის, რაც არაერთხელ დაგვიმტკიცებია, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ამას დავაკონკრეტებ. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება, რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობას”, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 898
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია