საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა (R)
2017/10/04 14:33:35

ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისნის მე-10 საარჩევნო ოლქიდან, ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის დასახლების მე-8 კორპუსისა და წულუკიძის ქუჩის მე-4 შესახვევის მცხოვრებლებს შეხვდა.

ლევან დავითაშვილმა ადგილობრივებთან ქალაქის განვითარების გეგმის შესახებ ისაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. 

როგორც შეხვედრისას დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქრთველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მასშტაბური პროგრამით ჩაერთო.

„მოგეხსენებათ, დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა ყველა იმ მიმართულებას მოიცავს, რომელიც დღეს თბილისის მოსახლეობას აწუხებს.

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ვპირდები, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი პროგრამა მათ სრულად შეეხება, რაც პრაქტიკულად ყველა იმ პრობლემის მოგვარებას გულისხმობს, რომელიც დღეს მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3294
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია