დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები2016
გიგი წერეთელი: ქუთაისს, როგორც საქართველოს პარლამენტისა და მომავალი პოლიტიკური ცენტრის ქალაქს მეტი ყურადღება სჭირდება
2016/09/23 15:04:22

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის 49-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი ეუთოს დემოკრატიის ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან (OშჩE/ODIHღ) ერთად ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ალექსანდრ კელჩევსკის შეხვდა.


გიგი წერეთლის თქმით, ქუთაისს, როგორც საქართველოს პარლამენტისა და მომავალი პოლიტიკური ცენტრის ქალაქს მეტი ყურადღება სჭირდება.

 

„შეხვედრისას ქუთაისში წინასაარჩევნო გარემოზე - ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებზე ვისაუბრეთ. ჩემი თხოვნა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს ქუთაისში, როგორც ეუთოდან (OშჩE), ასევე სხვა ინსტიტუტებიდან.

 

ნაციონალური მოძრაობა დაიცავს წესებს მშვიდობიანი არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა ასევე დაიცავს თითოეული მოქალაქის ხმასა და ადამიანს, რომელიც ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში“,- განაცხადა წერეთელმა.

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია