დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ბიუჯეტიდან 94 000 ლარით დაფინანსდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/06 16:53:42

ხვალ  ვარციხის სამთავრობო რეზიდენციაში ქუთაისის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი” - KEMF2014 გაიმართებაფესტივალს მოწყობისთვის  ქუთაისის მერიის მიერ 94 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა.

 

დასწრება თავისუფალია. მერიის ორგანიზებით ხვალ ცენტრალური მოედნიდან ვარციხის მიმართულებით ავტობუსები ნახევარსაათიანი ინტერვალით იმოძრავებენ.


ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის რიგი შეზღუდვები წესდება, დაუშვებელია ცივი და ცეცხლასსროლი იარაღის, ასევე მინის ბოთლების და ნივთების შეტანა.

 

ფესტივალი ქუთაისის მერიის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით ტარდება. რომელსაც ორგანიზებას უწევს სტუდია „MILKY WAY“ და ივენთ მენეჯმენტ კომპანია “INPUT.

 

ღონისძიება 7 ივნისს, 15:00 საათზე ვარციხის სამთავრობო რეზიდენციის - “ანანოვების სასახლისტერიტორიაზე ჩატარდება


ფესტივალის მიზანი რეგიონალური მასშტაბით კულტურული ღონისძიებებისა და ელექტრონული მუსიკისპოპულარიზაციაა.

 


ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ელექტრონული მუსიკის გერმანელი, ინგლისელი და ქართველი არტისტები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2360
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია