დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფინანსთა სამინისტრომ 10000 ლარის უაქციზო სიგარეტის შენახვა, გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/01/23 12:23:53

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია  დიდი ოდენობით - ჯამში  3 050 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1190
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია